» » ჰიონესი სებასტიან რუდის შესახებ საუბრობს

ჰიონესი სებასტიან რუდის შესახებ საუბრობს

19-08-2018, 15:30 -ss- სიახლეები 2

ჰიონესი სებასტიან რუდის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, ინტერნეტ-გამოცემა Spox-თან მიცემულ ინტერვიუში, სებასტიან რუდის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუნხენური კლუბი მზად არის კონკრეტული წინადადებების განსახილველად, თუმცა სატრანსფერო თანხაც ადეკვატური უნდა იყოს.


"სებასტიანი ძალიან კარგი ფეხბურთელია, იგი ამავედროს არის ძალზედ ამბიციურიც და ფიქრობს, რომ მას არასათანადო დრო ეძლევა საასპარეზოდ. მან განაცხადა, რომ სურს მიუნხენის "ბაიერნის" დატოვება, სწორედ ამიტომ ჩვენ სხვადასხვა ვარიანტებს ვიხილავთ. თუმცა 15 მილიონი ევრო არ არის საკმარისი თანხა, აღნიშნული ტრანსფერის განსახორციელებლად."-აღნიშნა ული ჰიონესმა.

შეგახსენებთ, 28 წლის ნახევარმცველის გადაბირებით საფეხბურთო კლუბი "ლაიპციგია" დაინტერესებული. როგორც ზემოხსენებული ინტერვიუდან ირკვევა, მხარეები სატრანსფერო ფასზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. რაც შეეხება მოქმედ კონტრაქტს, სებასტიან რუდიმ მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში 2020 წლის 30 ივნისამდე უნდა იასპარეზოს.
1
0

-ss- (20 აგვისტო 2018 11:13)

muller13,
შემდეგი ნიუსი სწორედ ამ საკითხს ეხება :)
1

muller13 (19 აგვისტო 2018 18:36)

ვაა რუდი მიდის ესეიგი უეჭველი. ოო ესეიგი ალკანტარა რჩება. მშვენიერია. მოდი ბოაც მივაყოლით რა. რაღაც ძალიან პროფესორაა და აღარ მევასება. ბევრად აჯობებს ეხლავე მპიყვანონ პავარი. მივაყოლოთ ბერნატიც და რაფიკას მარცხნივ შეუძლია თამაში. ასევე პავარს შეეაზლება მარჯვნივ. ძალიან დავბალანსდებით.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.