» » Sky Sports : ჰიონესი ბოატენგის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

Sky Sports : ჰიონესი ბოატენგის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

20-08-2018, 11:09 -ss- სიახლეები 1

Sky Sports : ჰიონესი ბოატენგის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, კლუბის ცენტრალური მცველის ჟერომ ბოატენგის შესაძლო ტრანსფერის შესახებ საუბრობს. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ბავარიელი უკანახაზელის ტრანსფერს "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში, ული ჰიონესმა შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა.

"ჟერომმა შეგვატყობინა, რომ კლუბის გამოცვლა სურს. თუ ბოატენგი მიუნხენის "ბაიერნს" დატოვებს, მაშინ ჩვენ ალტერნატიული ვარიანტების ძიებას დავიწყებთ. რა შანსები არსებობს იმისა, რომ ბოატენგი "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში დარჩეს? ვფიქრობ, რომ ამის ალბათობა 50/50-ზეა"

"ბოატენგმა შესაძლოა საკუთარი კარიერა "პარი სენ-ჟერმენის" შემადგენლობაში განაგრძოს. რაც შეეხება არენდის შესაძლებლობას, ეს ვარიანტი განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებაში მითითებული იქნება, მომავალ წელს ფეხბურთელის სავალდებულო შესყიდვა."-ციტირებს გამოცემა Sky Sports-ი ული ჰიონესის სიტყვებს.
1
1

dachi8 (21 აგვისტო 2018 02:25)

გაიტანეთ გრელანდია kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.