» » Kicker: კლოპი გერმანული კლუბების შესახებ საუბრობს

Kicker: კლოპი გერმანული კლუბების შესახებ საუბრობს

20-08-2018, 15:07 -ss- სიახლეები 2

Kicker: კლოპი გერმანული კლუბების შესახებ საუბრობს
საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში, ბუნდესლიგაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "რეკორდმაისტერის" დომინირება მუდმივად ვერ გაგრძელდება. 51 წლის სპეციალისტის განცხადებით, ბუნდესლიგაში არსებობენ კლუბები, რომელთაც შეუძლიათ ჩემპიონობაზე იბრძოლონ.


"ჰოფენჰაიმი" შესანიშნავი გუნდია, რაც შეეხება გელზენკირხენის "შალკე 04"-ს, ამ გუნდმა ახალი ტიპის ფეხბურთს მიაგნო, რომლის დემონსტრირებითაც წარმატების მოპოვება შესაძლებელია. ეს გუნდი თითოეულ მეტოქესთან ერთგვარ გადაწყობას აკეთებს, ერგება მოწინააღმდეგეს და გამოირჩევა ბრწყინვალე ორგანიზებულობით. გარდა ამისა დავასახელებდი დორტმუნდის "ბორუსიასაც" თუ ეს კლუბი რამდენიმე წელი იმ ძალით იასპარეზებს, რაც მის რესურსშია, ყველაფერი შესაძლებელია, რომ მოხდეს. "ბავარია" ტოპ-კლუბია, თუმცა თაობათა ცვლა მათთვის გარდაუვალი პროცესია."-აღნიშნა იურგენ კლოპმა გამოცემა Kicker-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, იურგენ კლოპი წლების მანძილზე მუშაობდა ბუნდესლიგაში. არის გერმანიის ჩემპიონატის, თასის და სუპერთასის არაერთგზის გამარჯვებული. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, მან "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის რანგში, კიდევ 4 წლის განმავლობაში უნდა იასპარეზოს.
1
0

dachi8 (21 აგვისტო 2018 02:24)

მიდი შენს ფენიქსს მიხედე ნუ ფილოსოფოსობ artsom
0

Bavaria 333 (20 აგვისტო 2018 15:16)

ეს კაცი ლივერპულს ძველ დიდებას დაუბრუნებს
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.