» » ჰიონესი: "მიღწეულს არ გავანადგურებ"

ჰიონესი: "მიღწეულს არ გავანადგურებ"

21-08-2018, 02:20 dachi8 სიახლეები 0 26

“ბავარიის“ პრეზიდეტმა ული ჰიონესმა რეკორდმაისტერის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუნხენის „ბაიერნს“ დიდი შრომა აქვს ჩადებული იმაში, რასაც დღეს კლუბმა მიაღწია და მიღწეულის განადგურება და კლუბის კუთხეში მიმწყვდევა არ სურს.

„რა თქმა უნდა, მე კვლავ მინდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა და მოგება, მაგრამ არ მსურს ვალით შესყიდვების განხორციელება. ჩვენი ვალია - ჩვენი გულშემატკივრების და წევრების გახარება მაქსიმალური შესაძლო წარმატებებით, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ მაქსიმალურად სერიოზულები და ეკონომიურები უნდა ვიყოთ. ჩვენ არ გვაქვს გაზის სარქველი ქატარში, რომ რამოდენიმე მილიმეტრით შემოვატრიალოთ მარჯვნივ და მაგიურად 100 მილიონი მივიღოთ, როგორც ამას ზოგიერთი კლუბი აკეთებს. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, იმისათვის რომ ამ სიტუაციაში ვყოფილიყავით და არ შეგვიძლია ყველაფრის განადგურება და კლუბის კუთხეში მომწყვდევა“.

„ჩვენთვის კარგი იქნება, თუ „ბავარიასა“ და სხვა კლუბებს შორის სხვაობა შემცირდება. ეს ზეწოლასაც გაზრდის და ჩვენს მაჩვენებლებსაც. თუ თქვენ მუდამ სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებით 15-20 ქულიანი სხვაობით, მაშინ ზეწოლაც არ იქნება მაღალი და მე ვფიქრობ, რომ ეს იმოქმედებს ჩვენზე ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე“ - განაცხადა ული ჰიონესმა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..