» » Bild : ლევანდოვსკიმ დუმილი დაარღვია

Bild : ლევანდოვსკიმ დუმილი დაარღვია

22-08-2018, 15:08 kimmich სიახლეები / ინტერვიუ 1

Bild  : ლევანდოვსკიმ დუმილი დაარღვია
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი ლეგიონერი რობერტ ლევანდოვსკი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, იმ რთულ პერიოდს იხსენებს, როდესაც მისი მისამართით კრიტიკის ქარ-ცეცხლი მძვინვარებდა. 30 წლის თავდამსხმელის განცხადებით, იგი ვერ გრძნობდა მიუნხენური კლუბისგან სათანადო მხარდაჭერას და სწორედ ამიტომ "რეკორდმაისტერის" რიგების დატოვებასაც გეგმავდა.


"აპრილში და მაისში თითქმის ყველა მაკრიტიკებდა. კლუბისგან დაცვას ვერ ვგრძნობდი, თავი მარტოსულად ვიგრძენი. მე ვერ გავიტანე 2-3 მნიშვნელოვან თამაშში გოლი და ამის შემდეგ ჩემს მიმართ კრიტიკის ქარ -ცეცხლი წამოვიდა. მე არცერთი ავტორიტეტული პიროვნება არ მიცავდა."

"იმ პერიოდში მე ვერ ვნახე ვერავინ ვინც საჭირო თანადგომას აღმომიჩენდა, კარლ-ჰაინც რუმენიგეს და ული ჰიონესის ჩათვლით. მაშინ ვიფიქრე რომ "ბავარიაში" ჩემი ასპარეზობის დრო დამთავრდა, რადგანაც ჩემს მიმართ ნდობა არავის გააჩნდა. სწორედ ამიტომ ვფიქრობდი წასვლას. ახლა სულ სხვა სიტუაციაა, "ბავარიაში" თავს კარგად ვგრძნობ, გულშემატკივრები კვლავინდებურად მხარს მიჭერენ და ჩემი ხილვა სურთ ძირითად გუნდში. ამიტომაც მე არ მაქვს არანაირი მიზეზი იმისა, რომ კლუბის დატოვებაზე ვიფიქრო."-ციტირებს გამოცემა Bild რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებს.
2
0

TOTALMAN (23 აგვისტო 2018 02:30)

მოდი ერთ ადგილს ნუ ათამაშებ რა
პროვოკატორი დიდი შებერტყილი ვინმე ხარ შენ
ავანტიურისტი ადამიანი და მეტი არაფერი
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.