» » კიმიხი: ეს იყო სრული იმედგაცრუება

კიმიხი: ეს იყო სრული იმედგაცრუება

22-08-2018, 17:23 -ss- სხვადასხვა 1

კიმიხი: ეს იყო სრული იმედგაცრუება
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი იოშუა კიმიხი, საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის ფედერაციაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ შესაბამისი დასკვნების გამოტანაა საჭირო. 23 წლის უკანახაზელის განცხადებით, წარუმატებელი ასპარეზობის მიზეზები ყველამ საკუთარ თავში უნდა ეძებოს.


"ეს იყო სრული იმედგაცრუება! ახლა მნიშვნელოვანია, რომ ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა, სამწვრთნელო შტაბმა და პასუხისმგებელმა პირებმა - შესაბამისი დასკვნები გამოიტანონ. ყველამ თავის თავში უნდა ჩაიხედოს და წარუმატებლობის მიზეზები ეძებოს. თუ ეს ასე მოხდება, დარწმუნებული ვარ ჩვენ კვლავ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის ვიქნებით და მომავალიც ოპტიმისტური გვექნება."-აცხადებს კიმიხი.

ახალგაზრდა განაპირვა მცველმა, ზემოხსენებულ ჩემპიონატზე სამი შეხვედრა გამართა და სამივე მათგანში 90 წუთის განმავლობაში იასპარეზა. რაც შეეხება გასულ საკლუბო სეზონს, კიმიხის ანგარიშზე ბუნდესლიგაში გამართული 29 შეხვედრიდან 1 გატანილი გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა აღინიშნება.
2
0

kimmich (22 აგვისტო 2018 17:54)

სუფთა სისხლის გერმანელი germany 11 ასეთი ფეხბურთელი ბაიერნში და წარმატებას მივაღწევთ lotebi
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.