» » ინტერვიუ არიენ რობენთან

ინტერვიუ არიენ რობენთან

23-08-2018, 10:33 -ss- ინტერვიუ 0

ინტერვიუ არიენ რობენთან
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი fcbayern.com-ის სტუმარია. 34 წლის ვეტერანმა მოიერიშემ, ჟურნალისტთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


არიენ, პარასკევს ბუნდესლიგის პირველი მატჩი გაიმართება, მიუნხენის "ბაიერნი" ჰოფენჰაიმს დაუპირისპირდება. თქვენ უკვე გამართეთ პირველი ოფიციალური შეხვედრები გერმანიის თასის და სუპერთასის ეგიდით. რა მოლოდინები გაქვთ აღნიშნულ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით?

რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას სულმოუთმენლად ველით. ბუნდესლიგა, ეს სრულიად სხვა ტურნირია - აქ 34 ტურია სათამაშო. გრძნობ, რომ სწორედ ახლა იწყება ყველაფერი. გარდა ამისა, ეს ერთგვარი ჯილდოცაა იმ დაუღალავი შრომის, რაც გუნდმა წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში გასწია.

წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში თქვენ მრავალი მაღალი კლასის მეტოქე გყავდათ ამხანაგურ მატჩებში. რამდენად კარგად არის გუნდი მომზადებული ახალი საფეხბურთო სეზონისათვის?

ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ, თუმცა რაღაც ასპექტებზე მუშაობა კვლავ გვმართებს. ასევე აღსანიშნავია, რომ სრული შემადგენლობით არც ისე დიდი ხანია რაც ვარჯიშობთ, თუმცა ფეხბურთელების დიდი ნაწილი იყო შეკრებაზე თავმოყრილი. ახლა ჩვენ სათამაშო პრაქტიკა გვესაჭიროება, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენს ფორმას. მზად ვართ სტარტისთვის!

"ჰოფენჰაიმი" უსიამოვნო მეტოქეა. რას ელით აღნიშნული მატჩისგან?

ვფიქრობ, რომ წინ ძალიან, ძალიან რთული შეხვედრა გველის. ეს ადვილი გასეირნება არ იქნება, "ჰოფენჰაიმი" წარმოუდგენლად კარგი გუნდია. მოსამზადებელ პერიოდში მათ დიდი ანგარშით დაამარცხეს ძალზედ ძლიერი მეტოქეები. გერმანიის თასის ეგიდით გამართულ მატჩში ამ გუნდმა 6-1 იმარჯვა. ეს შესანიშნავი კლუბია. პარასკევს, ჩვენ პირველივე წუთებიდან უნდა ვიყოთ თამაშში შესული, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდი საღამო გველის. გვსურს ამას თავი ავარიდოთ და კარგი სტარტი გამოგვივიდეს.

ინტერვიუ არიენ რობენთან


"ბავარიას" შემადგენლობაში ეს შენი რიგით მე-10 სეზონია. 2009 წელს, როდესაც მიუნხენში გადმოდიოდი ფიქრობდი, რომ ამდენხანს დარჩებოდი აქ?

არა, ასე ნამდვილად არ ვფიქრობდი. მე ყოველთვის რეალისტი ვარ და ვაცნობიერებ, რომ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლოა დროის უმცირეს მონაკვეთში შეიცვალოს. შესაძლებელი იყო, ყველაფერს სულ სხვა განვითარება მიეღო. "გრონინგენში" დებიუტის შემდეგ მე ორი წლის განმავლობაში "ეინდჰოვენის" რიგებში ვიასპარეზე, 18 წლის ასაკში სახლი დავტოვე, ეს ჩემთვის ძალიან დიდი ნაბიჯი იყო. როდესაც 20 წლის ვიყავი უკვე საზღვარგარეთ ვთამაშობდი, ლონდონის "ჩელსის" შემადგენლობაში - ეს უდიდესი კლუბია. ამას მოჰყვა მადრიდის "რეალში" გადასვლა, ხოლო როდესაც მიუნხენის "ბაიერნიდან" შემოთავაზება მივიღე, თავდაპირველად სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. არ ვიცოდი, რამდენად სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი,ახლა შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, ეს გადაწყვეტილება საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგაში დიდი ხანია რაც მოღვაწეობთ, ახალ სეზონში მაინც იქნება თქვეთვის ერთგვარი სიახლე. პირველად შენ არ მოგიწევს "ჰამბურგის" წინააღმდეგ თამაში, თუმცა დაუპირისპირდები დიუსელდორფის "ფორტუნას". რომელ შეხვედრას ელი ყველაზე მეტად?

"ჰამბურგის" წინააღმდეგ თამაში, ყოველთვის სასიამოვნო იყო. ეს ბრწყინვალე ქალაქია, შესანიშნავი საფეხბურთო არენით. ვწუხვარ, რომ ეს კლუბი აღარ ასპარეზობს ბუნდესლიგაში. რაც შეეხება "ფორტუნას" მსმენია, რომ მათ საშინაო არენაზეც შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს. ეს ეხება "ნიურბერგსაც", რომელთა პირისპირაც დიდი ხანია არ ვყოფილვართ. თითოეულ შეხვედრას მოუთმელად ველი.

რა არის ის რაღაც, რაც განსაკუთრებით მოგწონს ბუნდესლიგაში და რა განასხვავებს მას სხვა ევროპულ ჩემპიონატებთან მიმართებით?

მე, ისევე როგორც უწინ, ახლაც მიმაჩნია, რომ ბუნდესლიგა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია. წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში, გერმანულმა კლუბებმა გაიმარჯვეს რიგ იტალიურ და ესპანურ გუნდებზე. რა თქმა უნდა, ბევრი საუბარია იმის შესახებ, რომ ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონატები აღემატება ბუნდესლიგას, თუმცა მე ამ ჩემოპიონატს მაინც ძლიერად მივიჩნევ. მისი ყურება საინტერესოა, სტადიონი მუდამ სავსეა გულშემატკივრებით. ჩვენ მაქსიმალური ძალები უნდა გავიღოთ, რომ ბუნდესლიგის მოგება შევძლოთ. ეს არც ისე მარტივია, როგორც ამას მრავალი ამბობს. ამ სეზონშიც დიდი ბრძოლა გველის.

როგორ სიახლეს იხილავდი ცხრა თვის შემდეგ, როდესაც ეს სეზონიც დასასრულს მიუახლოვდება?

კარგი კითხვაა, ალბათ ასეთი შინაარსის : "ბაიერნის შესანიშნავი სეზონი! მათ მოიგეს ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლებოდა. აჩვენეს შესანიშნავი ფეხბურთი და დაამარცხეს ყველა მეტოქე"
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.