» » კიმიხი ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს

კიმიხი ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს

23-08-2018, 10:58 -ss- სიახლეები 0

კიმიხი ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" განაპირა მცველი იოშუა კიმიხი, ინტერნეტ-გამოცემა Sportskeeda-სთან მიცემულ ინტერვიუში, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ ორიოდე დღის წინ, პოლონელმა თავდამსხმელმა ის რთული პერიოდი გაიხსენა, როდესაც მისი მისამართით ყველანი კრიტიკულად იყვნენ განწყობილები. 30 წლის ფორვარდმა, იმ პერიოდში კლუბი და თანგუნდელები, არასათანადო მხარდაჭერაში დაადანაშაულა.


"მე არ ვიცი რა ითქვა სახალხოდ და რა უთხრეს რობერტს პირად საუბრებში. როდესაც ლევანდოვსკი იძახის, რომ მას კლუბისგან სთანადო მხარდაჭერა არ ჰქონდა, ვერ გეტყვით შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს, მაგრამ ალბათ მას უნდა დავუჯეროთ. დარწმუნებული ვარ რობერტმა შესანიშნავად იცის, თუ როგორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია იგი ჩვენი გუნდისათვის. მჯერა რომ ის, ამ სეზონშიც 30 გოლზე მეტს გაიტანს. მეორეს მხრივ, მას უნდა ესმოდეს, რომ ამას იგი ვერ შეძლებს მარტო, პარტნიორების და თანაგუნდელების გარეშე."

"ეჭვგარეშეა, თანაგუნდელებმა შესაბამისი მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინონ რობერტს და დააფასონ იგი, თუმცა მანაც ასევე უნდა გვიპასუხოს ჩვენ."-ციტირებს იოშუა კიმიხის სიტყვებს გამოცემა Sportskeeda.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.