» » Bild : ჰიონესმა ოზილი გააკრიტიკა

Bild : ჰიონესმა ოზილი გააკრიტიკა

23-08-2018, 12:00 -ss- სიახლეები 0

Bild : ჰიონესმა ოზილი გააკრიტიკა
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰული ჰიონესმა, გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, მესუთ ოზილი გააკრიტიკა. შეგახსენებთ, სულ რამდენიმე კვირის, წინ ხსენებულმა ფეხბურთელმა ბუნდესნაკრების რიგები დატოვა, ამის მიზეზად კი გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მისი მისამართით განხორციელებული რასისტული ქმედებები დაასახელა.


"ამ თეატრმა ჩვენი ორად გაყოფა გამოიწვია. ოზილი უბრალოდ ვალდებული იყო გაეკეთებინა შესაბამისი განცხადებები, რეჯეპ-ტაიპ ერდოღანთან გადაღებული ფოტოების გამო. მან კი ეს უკომენტაროდ დატოვა, რაც ჩემი აზრით მისი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. მე მესუთს დიდი ხანია, რაც ვაკვირდები. იგი მარკეტინგის შესანიშნავი პროდუქტია. მისი იმიჯი უფრო კარგია, ვიდრე თვითონ სინამდვილეშია. ჩემი აზრით ეს უბრალოდ სირცხვილია. ლიოვს უფრო ხშირად რომ ემგზავრა ლონდონის მიმართულებით და ოზილის ფეხბურთისათვის ეყურებინა, დარწმუნებული ვარ მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით იგი არც წაიყვანდა მას მსოფლიო ჩემპიონატზე. ის, რომ ოზილი "არსენალის" კაპიტანია, უბრალოდ სასწაულად მიმაჩნია."-აცხადებს ული ჰიონესი გამოცემა Bild-თან საუბრისას.

ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, გერმანიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა რაინჰარდ გრინდელმაც. "რაც შეეხება რასისტულ დამოკიდებულებას, ჩემი აზრით აქ უფრო მკვეთრი პოზიცია უნდა დამეფიქსირებინა და მესუთ ოზილის მხარე დამეჭირა. ეს ჩვენთვის მიუღებელია და ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს. ვწუხვარ, რომ მესუთმა ფედერაციის მხრიდან სათანადო მხარდაჭერა ვერ იგრძნო. ასევე მინდა ხასგასმით აღვნიშნო, მე არაფერი მითქვამს მისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის შესახებ. თუ ჩვენ ვიგებთ ერთად, წაგებაც ერთად უნდა შეგვეძლოს. ცალკეული ფეხბურთელის დადანაშაულება იმის გამო, რომ ნაკრები ჯგუფში ჩარჩა-აბსურდი მგონია."-აცხადებს გრინდელი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.