» » ბოატენგს საკუთარი ჟურნალი ექნება

ბოატენგს საკუთარი ჟურნალი ექნება

23-08-2018, 12:24 -ss- სიახლეები / სხვადასხვა 0

ბოატენგს საკუთარი ჟურნალი ექნება
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი საკუთარ ჟურნალს გამოუშვებს. 29 წლის ფეხბურთელმა საინფორმაციო გამოცემა stern.de-სთან საუბრისას, სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მის ახალ ჟურნალში, რომლის სახელიც BOA იქნება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, სპორტს, მოდას და მუსიკას.


"იმისათვის, რომ წარმატებული ვყოფილიყავი ძალიან დიდი შრომა გავწიე. მაგრამ ვერაფერს ვერ მივაღწევდი, ჩემი ოჯახის, მეგობრების და გულშემატკივრების გარეშე. სწორედ ამიტომ მსურს, რომ მათ სანაცვლოდ რაღაც დავუბრუნო. ამ ჟურნალში თავმოყრილი იქნება მოდა, სპორტი, მუსიკა ყველაფერი ის რაც ჩემი სამყაროს გადმოცემაში დამეხმარება."

"ბოლო თვეების განმავლობაში კარგად გავაცნობიერე, რომ მრავალი ადამიანისათვის, ერთგვარი ელჩი ვარ. მე ვიღწვი იმისათვის, რომ გერმანია უფრო მეტად ნათელი და ოპტიმისტური იყოს."-ციტირებს გამოცემა stern.de ჟერომ ბოატენგის სიტყვებს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.