» » კოვაჩი: სტარტისთვის მზად ვართ

კოვაჩი: სტარტისთვის მზად ვართ

24-08-2018, 08:41 -ss- სიახლეები / ანონსი 0

კოვაჩი: სტარტისთვის მზად ვართ
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი პრესს-კონფერენციაზე, ჟურნალისტების პირისპირ წარსდგა. 46 წლის სპეციალისტმა ყურადღება გაამახვილა ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ "ბავარიელები" მზად არიან ბუნესლიგის პირველი ტურისათვის. შეგახსენებთ, 24 აგვისტოს თბილისის დროით 22:30 საათზე, გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით "ბავარია" საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმს" დაუპირისპირდება.

"რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია გერმანიის ჩემპიონატის მოგება, თუმცა ასევე მოხარული ვარ, რომ ტიტულისათვის ბრძოლაში ჩვენ სერიოზული კონკურენცია გველის. ეს ბრძოლას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. როდესაც შენ ძლიერი მეტოქეები გყავს, ვალდებული ხარ კარგად ითამაშო, მეტიც შენ მათზე უკეთესი უნდა იყო. დარწმუნებული ვარ სეზონის სტარტი წარმატებული იქნება, ჩვენ ამისათვის მზად ვართ. ვიმყოფებით შესანიშნავ ფორმაში. მეტოქის ჯეროვნად შეუფასებლობა კი ნამდვილად არ ღირს."

"რაც შეეხება, რობერტ ლევანდოვსკის განცხადებას, რომ იგი გასულ სეზონში კლუბისაგან შესაბამის მხარდაჭერას ვერ გრძნობდა, უკომენტაროდ დავტოვებ. მე იმ პერიოდში "ბავარიაში" არ ვიყავი, ასე, რომ რამის თქმა გამიჭირდება. რა თქმა უნდა, თოთოეულ ჩვენთაგანს სურს მხარდაჭერა და სიყვარული. ახლა ყველაზე მთავარი ისაა, რომ რობერტი მოტივირებულია, იგი ინარჩუნებს შესანიშნავ განწყობას. მთელი ამ დროის მანძილზე მან ბრწყინვალედ ივარჯიშა და უკვე მოასწრო მნიშვნელოვანი გოლების გატანაც. თქვენც კარგად ხედავთ, რომ მას სურს "ბაიერნისათვის" მაქსიმუმი გაიღოს. მე კმაყოფილი ვარ მისი დამოკიდებულებით."-ციტირებს მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ნიკო კოვაჩის სიტყვებს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.