» » კიმიხი ინგლისის ჩემპიონატის შესახებ საუბრობს

კიმიხი ინგლისის ჩემპიონატის შესახებ საუბრობს

24-08-2018, 09:03
064
მიუნხენის "ბაიერნის" განაპირა მცველი იოშუა კიმიხი, ინტერნეტ-გამოცემა ESPN FC-სთან მიცემულ ინტერვიუში, ინგლისის ჩემპიონატის შესახებ საუბრობს. ახალგაზრდა უკანახაზელის განცხადებით, არსებობს რამოდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ ირჩევენ ცალკეული ფეხბურთელები ხსენებულ ქვეყანას, საკუთარი პროფესიონალური კარიერის გასაგრძელებლად.


"მსმენია იმის შესახებ, რომ ინგლისში ფეხბურთელებს მაღალი ანაზღაურება აქვთ. რა თქმა უნდა, ეს მოთამაშეებისათვის მოტივაციაა, შესაძლოა ეს ფაქტი ერთგვარი მასტიმულირებელიც კი იყოს იმისა, რომ ფეხბურთელმა საკუთარი გუნდი დატოვოს და ინგლისს მიაშუროს. გარდა ამისა, იქ მრავალი ტოპ-კლუბია წარმოდგენილი, რაც ასპარეზობისათვის დამატებით მოტივს წარმოადგენს."

"გერმანიაში, ბუნდესლიგის დაწყებამდე ბევრი ფიქრობს, რომ "ბავარია" ჩემპიონი გახდება და უახლოეს მდევარს 20 ქულიანი სხვაობით გაასწრებს. გასულ წელს ინგლისშიც მსგავსი სცენარით განვითარდა მოვლენები, ამჯერად მანჩესტერ "სიტის" შესრულებით, თუმცა წინა წლებში პრემიერ-ლიგაში კლუბების დონე უფრო თანაბარი იყო. შესაძლებელია ეგრედ ე.წ ვარსკვლავებს, ინგლისში უფრო სურთ ასპარეზობა, რადგანაც იქ გაცლებით დიდი რაოდენობითაა ტოპ-მატჩები."-ციტირებს გამოცემა ESPN FC იოშუა კიმიხის სიტყვებს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..