» » Mundo Deportivo : ვიდალი VAR სისტემაზე საუბრობს

Mundo Deportivo : ვიდალი VAR სისტემაზე საუბრობს

24-08-2018, 09:28 -ss- სხვადასხვა 1

Mundo Deportivo : ვიდალი VAR სისტემაზე საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი არტურო ვიდალი, რომელიც ამჟამად კატალონიის "ბარსელონას" ღირსებას იცავს, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, თანამედროვე ფეხბურთში არსებულ იმ სიახლეზე საუბრობს, რასაც ვიდეო რეფერის სისტემა ჰქვია. ექს-ბავარიელის განცხადებით, თავის დროზე ამ სისტემის არარსებობამ მიუნხენური კლუბი სერიოზულად დააზარალა.


"ბარსელონაში მოვედი იმის გამო, რომ მოვიგო ყველაფერი რისი მოგებაც კი შესაძლებელია. ახალ გუნდში გადასვლა და ახალ ჩემპიონატში ასპარეზობა - ეს შესანიშნავი მოვლენაა. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას თუ როგორ შევაფასებდი ვიდეო რეფერის საკითხს, გეტყვით იმას, რომ მიუნხენის "ბაიერნს" ახლა ორით მეტი ჩემპიონთა ლიგის ტიტული ექნებოდა მოპოვებული, ეს სისტემა, რომ ყოფილიყო დანერგილი."-აღნიშნავს არტურო ვიდალი გამოცემა Mundo Deportivo-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ვიდალი მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში 2015 წელს ტურინის "იუვენტუსიდან" ჩაირიცხა. იმ დროის მანძილზე რაც მან გერმანიაში გაატარა, არაერთი ტიტულის მოპოვება შეძლო. სამჯერ გახდა ბუნდესლიგის გამარჯვებული, ორჯერ გერმანიის თასის და ერთხელ ნაციონალური სუპერთასის მფლობელი. თუმცა უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა ჩილელი ფეხბურთელისათვის, ამდრომდე მიუღწეველ ოცნებად რჩება.
3
0

dachi8 (25 აგვისტო 2018 11:28)

და მადრიდის რეალს იმ 4 ლიგიდან მხოლოდ 1 ექნებოდა მოგებული kricha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.