» » ანონსი : ბაიერნი - ჰოფენჰაიმი

ანონსი : ბაიერნი - ჰოფენჰაიმი

24-08-2018, 10:39 kimmich ანონსი 0

ანონსი : ბაიერნი - ჰოფენჰაიმი
დღეს საქართველოს დროით 22:30 საათზე გაიმართება ბუნდესლიგის გახსნითი მატჩი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან "ბაიერნი" და "ჰოფენჰაიმი". გთავაზობთ აღნიშნული მატჩის სავარაუდო შემადგენლობებს და კლუბების წინა სამატჩო მდგომარეობას.

მიუნხენის "ბაიერნმა" მაისში ზედიზედ მე-6 ბუნდესლიგის ტიტული მოიპოვა. გერმანიის სუპერთასის ფინალში კი ფრანკფურტის "აინტრახტი" ანგარიშით 5-0 დაამარცხა. "ბავარიამ" აგრეთვე იმარჯვა გერმანიის თასის პირველ რაუნდშიც.

ალაბას მცირე პრობლემები ჰქონდა, სავარაუდოდ ის აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. რაც შეეხება სერჟ გნაბრის, გერმანელმა ვარჯიშები განაახლა მაგრამ "ჰოფენჰაიმთან" წარმოდგენილი არ იქნება. დაზიანების შემდეგ ლეონ გორეცკამ, რენატო სანჩესმა და ხამეს როდრიგესმა დაბრუნება შეძლეს, თუმცა რამდენად მზად არიან სათამაშოდ ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

რაც შეეხება "ჰოფენჰაიმს", ამ გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. როგორც ცნობილია, იულიან ნაგელსმანი კლუბს გაისად დატოვებს და "ლაიფციგს" შეუერთდება. "ჰოფენჰაიმმა" გერმანიის თასის პირველ რაუნდში მეტოქე დიდი ანგარიშით, 6-1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

აღნიშნული მატჩისათვის გამოჯანმრთელება მოასწრეს ლეონარდო ბიტენკურტმა და ქასიმ ადამსმა, ისინი საკუთარი კლუბის დახმარებას შეძლებენ. შეხვედრას გამოტოვებენ შემდეგი ფეხბურთელები: ნადიმ ამირი, ბენჟამინ ჰუბნერი, ქერემ დემირბეი, დენის გეიგენი და ლუკას რუპპი.


სავარაუდო შემადგენლობები:

"ბაიერნი": ნოიერი(c) კიმიხი, ზულე, ჰუმელსი, ალაბა, მარტინესი, ტიაგო, მიულერი, რობენი, რიბერი, ლევანდოვსკი.
მატჩს გამოტოვებს სერჟ გნაბრი (ტრავმა)
მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი.

"ჰოფენჰაიმი": ბაუმანი, ადამსი, ვოგტი(c), აკპოგუმა, კადერაბაკი, გრილიჩი, შულზი, ზუბერი, ბითენკურტი, სალაი, ჯოელინტონი.
მატჩს გამოტოვებენ ამირი (დაღლილობა), დემირბაი (ტერფის დაზიანება), გეიგერი (ბარძაყების ტრავმა), ჰუბნერი (ტვინის შერყევა), რუპი (მუხლის ტრავმა)
მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.