» » პრემიერა განახლებულ "ალიანც არენაზე"

პრემიერა განახლებულ "ალიანც არენაზე"

24-08-2018, 17:06 -ss- სიახლეები / სტატისტიკა 0

პრემიერა განახლებულ
პარასკევს საღამოს, თბილისის დროით 22:30 საათზე, "ალიანც არენა" ზედიზედ მეექვსედ იქცევა იმ ადგილად, სადაც სტარტს ბუნდესლიგის ახალი სეზონი აიღებს. როგორც მოგეხსენებათ, "ბავარიელთა" სტადიონმა ზაფხულის პერიოდში ღრმა მოდერნიზაცია გაიარა და ახლა მზად არის პირველ ოფიციალურ შეხვედრასაც სათანადოდ უმასპინძლოს. fcbayern.com წარმოგიდგენთ საინტერესო ციფრებს და ფაქტებს, გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით გასამართ პირველ შეხვედრასთან დაკავშირებით.


გახსნით შეხვედრას "ბავარია" არ აგებს

პარასკევს მიუნხენის "ბაიერნი", როგორც მოქმედი ჩემპიონი, მეთერთმეტედ გახსნის ბუნდესლიგას. განვლილი წლების სასტარტო მატჩებში "რეკორდმაისტერის" მიერ ნაჩვენები შედეგი კი მართლაც განუმეორებელია. "ბაიერნმა" ათი შეხვედრიდან ცხრა მოიგო, თითოეულ მათგანში კი მინიმუმ ორი გოლის გატანას ახერხებდა. (საერთო ანგარიში 31:7) მხოლოდ 2008 წელს დაფიქსირდა "განსხვავებული" შედეგი. მაშინ "ბავარიამ" საფეხბურთო კლუბ "ჰამბურგთან" ფრე ითამაშა. (2-2)


ჩემპიონი პირველ შეხვედრაშიც დაუმარცხებელია


საოცარია მიუნხენის "ბაიერნის" საერთო სტატისტიკური მაჩვენებელიც. 2002 წლიდან მოყოლებული "ბავარია" პირველ ოფიციალურ შეხვედრას არ აგებს. ამ დროის მანძილზე მათ ანგარიშზე დაფიქსირებულია ცამეტი გამარჯვება და სამი ფრე. როგორც ზემოთ ვწერდით ზედიზედ ცხრა გამარჯვების პარალელურად, ბავარიელთა აქტივში ფიქსირდება თექვსმეტი მატჩი, რომელიც ე.წ "მშრალი" ანგარიშით არ დამთავრებულა. მიუნხენურმა კლუბმა, ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვებას 2016 წლის ზაფხულში მიაღწია. მაშინ "ბავარიამ" "ვერდერი" გაანადგურა. (6-0)

პრემიერა "ჰოფენჰაიმისათვის"


მიუნხენის "ბაიერნისგან" განსხვავებით, "ჰოფენჰაიმი" პირველად იღებს მონაწილეობას ბუნდესლიგის გახსნით მატჩში. თუ გადავხედავთ ბოლო 10 შეხვედრას, რომელიც ამ კლუბმა მიუნხენში გამართა, ვნახავთ, რომ მათ გამარჯვებისათვის ამ დრომდე არ მიუღწევიათ. 8 მარცხი და 2 ფრე, ასე გამოიყურება მიუნხენში გამართული ურთიერთშეხვედრების სტატისტიკური მონაცემი. საერთო ანაგრიშით 32:8 კი "რეკორდმაისტერი" პირნათლად ჯაბნის თავის დღევანდელ მოწინააღმდეგეს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.