» » რუდი "შალკეში" ? რას ამბობენ ჰეიდელი და კოვაჩი

რუდი "შალკეში" ? რას ამბობენ ჰეიდელი და კოვაჩი

24-08-2018, 17:51 kimmich სიახლეები 1

რუდი
უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც, გერმანული კლუბები აქტიურად ცდილობენ გადაიბირონ მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენი ნახევარმცველი სებასტიან რუდი. მოგეხსენებათ მისი შეძენით "ლაიფციგი" და "შალკე" ინტერესდებიან. შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ორივე გუნდის წარმომადგენლებმა.

"ლაიფციგს" ამ დროისთვის ჯერ არაფერი მოუმოქმედებია, მოცემულ მომენტში ახალი არაფერია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას". - განაცხადა სპორტულმა დირექტორმა ქრისტიან ჰეიდელმა გერმანულ გამოცემა "sportbild"-თან საუბრისას.

მედიის ცნობით "შალკეც" თავგამოდებით იბრძვის რუდისთვის. დომინიკო ტედესკომ გასულ კვირას აღიარა, რომ ის მიუნხენში იმყოფებოდა. "შალკეს" მწვრთნელი გერმანელი საყრდენი ნახევარმცველის თაობაზე გაემგზავრა მიუნხენში. "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალჰამიჯიჩმა კი ამ ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო - ამტკიცებს პრესა.

28 წლის საყრდენი ნახევარმცველის თაობაზე გარიგება ჯერ არ შემდგარა. რუდის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი "ბაიერნის" ხორვატმა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმაც გააკეთა "თუ ის კლუბში დარჩება მაშინ, როგორც რიგითი ფეხბურთელი ისიც თავის როლ მიიღებს "ბაიერნში" - აცხადებს 46 წლის სპეციალისტი ზემოხსენებულ წყაროსთან ინტერვიუში.

სებასტიან რუდი "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში უკვე ორი წელია რაც ასპარეზობს, იგი კლუბს "ჰოფენჰაიმიდან," თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოუერთდა. სებასტიანს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. "transfermarkt"-ის ინფორმაციით საყრდენი ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.
1
0

dachi8 (25 აგვისტო 2018 11:29)

ცოდოა რუდი, თუ სათამაშო დროს მისცემენ შალკეში უნდა გადავიდეს.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.