» » ფილიპ ლამის პესიმისტური პროგნოზი

ფილიპ ლამის პესიმისტური პროგნოზი

24-08-2018, 22:13 -ss- სიახლეები 0

ფილიპ ლამის პესიმისტური პროგნოზი
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული ფილიპ ლამი ინტერნეტ-გამოცემა Gazzetta dello Sport-თან მიცემულ ინეტრვიუში, "რეკორდმაისტერის" შანსებზე საუბრობს. ლამის განცხადებით "ბაიერნს" უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება გაუჭირდება, ვინაიდან კლუბი ტოპ-ფეხბურთელების ნაკლებობას განიცდის. გერმანიის ჩემპიონატში კი მიუნხენის "ბაიერნი" კვლავაც უპირობა ფავორიტად ითვლება.


"ევროპაში ტიტული რომ მოიგო, ამისათვის ტოპ-ფეხბურთელები გესაჭიროება. სიმართლე გითხრათ, მეეჭვება "ბავარიამ" 200 მილიონი ევრო დახარჯოს ტრანსფერებში. ისინი უპირატესობას მიანიჭებენ, ახალგაზრდა გერმანელ მოთამაშეებს"

"გერმანიაში, რა თქმა უნდა, ფავორიტი მიუნხენის "ბაიერნია" , ეს გუნდი კვლავ შესანიშნავად ასპარეზობს, თუმცა მათზე ზეწოლა უფრო და უფრო ძლიერდება. იმედს ვიტოვებ დორტმუნდის "ბორუსია" თავის სიმაღლეებს დაუბრუნდება, გარდა ამისა შანსები აქვს "შალკესაც", მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, ასევე შეინარჩუნეს ტედესკოც. თუმცა "შალკეს" გაუჭირდებათ მეორე ადგილისათვის ბრძოლა, რადგანაც ეს გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობს."-ციტირებს ფილიპ ლამის სიტყვებს გამოცემა Gazzetta dello Sport.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..