» » კომენტარები : "ბაიერნი" 3 - 1 "ჰოფენჰაიმი"

კომენტარები : "ბაიერნი" 3 - 1 "ჰოფენჰაიმი"

25-08-2018, 10:20
0121
პარასკევს 24 აგვისტოს, გერმანიის ჩემპიონატის პირველი ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმს" უმასპინძლა. 75 000 ერთგული ქომაგის წინაშე, "რეკორდმაისტერმა" დასახულ მიზანს თავი გაართვა და მეტოქე გუნდი ანგარიშით 3-1 დაამარცხა. გთავაზობთ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.



ნიკო კოვაჩი - "ეს საინტერესო მატჩი იყო. ჩვენი გამარჯვება კი სრულებით დამსახურებულია. უნდა ვაღიარო, ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ამას ვგეგმავდით. "ჰოფენჰაიმმა" ღირსეულად იასპარეზა. განსაკუთრებით შეხვედრის მეორე ნახევრის 70-ე წუთამდე, ამ პერიოდში ჩვენ საკუთარ თამაშს ვერ ვპოულობდით. სეზონის პირველ მატჩში წარმატების მოპოვება ყოველთვის მნიშვნელოვანია. პირველ ტაიმში "ბაიერნი" დომინირებდა, თუმცა რამოდენიმე შანსი მეტოქე გუნდსაც მივეცით. შეხვედრის ბოლო 20 წუთიც კარგად ჩავატარეთ."

თომას მიულერი - "ჰოფენჰაიმის თამაში წინასწარ გაანალიზებული გვქონდა, ამ მიმართულებით ჩვენმა მწვრთნელმა განსაკუთრებით იმუშავა და კარგად მოგვამზადა. სწორედ ამიტომ მეტოქე გუნდს სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით. ჩვენ ვცადეთ მათი ორი ცენტრალური ნახევარმცველის განეიტრალება. ისინი კარგ სამუშაოს ასრულებდნენ. "ბაიერნი" ქმნიდა კომბინაციებს და შეხვედრის მსვლელობას აკონტროლებდა, განსაკუთრებით მატჩის პირველ ტაიმში, სადაც ჩვენ კიდევ ერთი გოლის გატანა გვმართებდა. მეორე ტაიმში ძალიან ბევრ გადაცემას ვასრულებდით უკან ცენტრის მიმართულებით. მთლიანობაში თამაში ძალისმიერი აღმოჩნდა, რომელიც დარწმუნებული ვარ მოეწონებოდა მაყურებელს. ბუნდესლიგაში ყველა მატჩი ასეთი რომ იყოს, არავინ აღარ იწუწუნებდა. კარგი ტემპით მივდივართ და მომავალი გამარჯვებების მიღწევა გვწადია."

იულიან ნაგელსმანი (ჰოფენჰაიმის მთავარი მწვრთნელი) -"პირველ ტაიმში ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რომლის დემონსტრირებაც გვსურდა. არასაკმარისად გებედულად ვმოქმედებდით, ბურთსაც ვერ ვაკონტროლებდით და სწორედ ამიტომ ბევრი სირბილი მოგვიწია. გოლები დამსახურებულად გავუშვით, შემდეგ მოვლენები შეიცვალა გაბედულად დავიწყეთ მოქმედება და "ბაიერნზე" ზეწოლა განვახორციელეთ. მათ აღარ გამოდიოდათ ჩვენს ნახევარზე ორგანიზებული სვლა. ამის შემდეგ ველური 20 წუთი სუფევდა. მთლიანობაში, "ბავარიამ" ეს მოგება დაიმსახურა.

ნიკო შულცი (ჰოფენჰაიმის მცველი) -"შეიძლება ითქვას, რომ პირველ ნახევარში ძალიან მცირე დოზით ვმონაწილეობდით თამაშში. არ ვიყავით საკმარისად აგრესიულები, მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ და ანგარიში გავათანაბრეთ კიდეც. ამის შემდეგ კიდევ უფრო უკეთ თამაში გვმართებდა, ჩვენ 2-1 უნდა გაგვეხადა ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი. ამ მონაკვეთში ვდომინირებდით. შეტევაში უკეთ უნდა ვიასპარეზოთ.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..