» » სერჟ გნაბრის პორტრეტი

სერჟ გნაბრის პორტრეტი

25-08-2018, 12:50 dachi8 ინტერვიუ 2

სერჟ გნაბრის პორტრეტი
“ამაყი ვარ რომ „ბავარიის“ ფერებს ვიცავ“. „ბავარია“ - ეს ის კლუბია, რომელზეც ყველა ბავშვი ოცნებობს. ჩემთვის დიდი პატივია აქ თამაში. ვიმედოვნებ, რომ დროთა განმავლობაში - აქ კარგი მოვლენები განვითარდება ჩემთვის. ყველაფერი შესანიშნავად გამოიყურება აქ“.



ფეხბურთელის პორტრეტი

„გაუმარჯოს. მე სერჟ გნაბრი ვარ, 22 წლის და შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობ. დავიბადე და გავიზარდე შტუტგარტში. ფეხბურთის თამაში 4,5 წლის ასაკში დავიწყე კლუბ ვაისახში. ვაისახიდან დიცინგენში გადავედი, შემდეგ ჰემმინგენში და მომდევნო საფეხური ფეიერბახი გახლდათ. ფეიერბახიდან შტურგარტი კიკერსის აკადემიაში მოვხვდი და იქიდან შტუტგარტში, სანამ არსენალში გადავიდოდი 16 წლის ასაკში აქ დიდი დრო გავატარე. არსენალიდან ვერდერში გადავბარგდი, 1 წლის შემდეგ ბავარიასთან გავაფორმე კონტრაქტი და არენდით ჰოფენჰაიმში გავემგზავრე 1 სეზონით. ბავარია -ეს ის კლუბია, რომელიც ყველა ბავშვმა იცის და ეს უდიდესი კლუბია მსოფლიო არენაზე უამრავი წარმატებებით. ჩემთვის დიდი პატივია აქ თამაში“.


ბლიც ინტერვიუ:

რა მუსიკას უსმენ?
- მიყვარს ჰიპ-ჰოპი. ჯეი კოული, კენდრიკ ლამარი და სხვა ამ სტილში.

რას აკეთებთ როდესაც იღვიძებთ?
- ვცდილობ გავერკვე სად ვარ.

მარიო კარტი, ფორთნაითი თუ ფუფა?
- ფიფა

სად ინახავ 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონობის მედალს?
- ის სხალში მაქვს ვაისახში, დედაჩემმა ვიტრინაში ჩამოკიდა სხვა ტიტულებთან ერთად.

ყავა თუ ჩაი?
- ჩაი

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი შენს ცხოვრებაში
- ალბათ ლონდონში გადაბარგება, ახალგაზრდა ფეხბურთელის რანგში. ეს გახლდათ ახალი კულტურა, ახალი ადგილი და ახალი კლუბი. მსურდა რაღაც სხვა რამის გამოცდა, რომ განვითარებულიყავი როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი.

ვინაა შენთვის მისაბაძი ადამიანი?
- ფეხბურთში ბევრია, მაგრამ ბოლო წლებში რონალდუთი აღფრთოვანებული ვარ: მას განსაკუთრებული მიდგომა აქვს ფეხბურთისადმი, ის მუდამ ცდილობს განვითარდეს და ბევრ გოლს იტანს.

შენი პირველი გოლი პროფესიონალურ ფეხბურთში
- არსენალის შემადგენლობაში გასვლითი მატჩი სუონსისთან. მე ოფსაიდში ვიმყოფებოდი, მაგრამ ნაბიჯი უკან გადავდგი და აარონ რემზიმ პასი მომაწოდა, რის შემდეგაც ბურთი კარის მარცხენა კუთხეში მოვათავსე.

შენი საყვარელი კერძი
- ყველაფერი რასაც კი ამზადებს ბებიაჩემი, მაგრამ ყველაზე უსაყვარლესი - კარტოფილი კარაქის სოუსითა და თევზით.

რა გახალისებს?
- ხუმრობები, როდესაც მარტო ვარ და ვისვენებ.

შენი საყვარელი სერიალი
- One Piece (ანიმაციური ფილმი)

რომელ სოციალურ ქსელებს იყენებ?
- ინსტაგრაი, ფეისბუქი და ტვიტერი
1
0

dachi8 (25 აგვისტო 2018 18:53)

-ss-,
კარგი დარტყმები აქვს, შორიდანაც. მაგრამ რობენზე უარესია მემგონი ეს ტრავმების მხრივ.
0

-ss- (25 აგვისტო 2018 12:55)

"ვცდილობ გავერკვე სად ვარ" kicha ეგრე პახმელიაზე ვარ ხოლმე kicha კაი ბიჭია გნაბრი იმედია სათანადოდ გამოგვადგება lotebi
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.