» » Kicker : რუდი "ბაიერნს" ემშვიდობება

Kicker : რუდი "ბაიერნს" ემშვიდობება

26-08-2018, 08:56 -ss- სიახლეები / ტრანსფერები 1

Kicker : რუდი
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი სებასტიან რუდი კლუბს ემშვიდობება. ამის შესახებ ინფორმაციას, ცნობილი გერმანული გამოცემა Kicker ავრცელებს. 28 წლის ფეხბურთელმა ხსენებულ წყაროსთან საუბრისას დაადასტურა, რომ მისი ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და აღნიშნა, რომ ყველა დეტალი ორშაბათ დღეს გახდება ცნობილი.

"იმის ალაბათობა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში განვაგრძობ ასპარეზობას - ძალიან მცირეა. შეიძლება ითქვას, უკვე ჩამოყალიბებული ვარ თუ რომელ კლუბში ვხედავ ჩემს თავს. ყველაფერი ორშაბათს გაირკვევა. "შალკე"? ამ ეტაპზე არაფერს ვიტყვი, მოდით ეს ყველაფერი სიურპრიზად დავტოვოთ."-ციტირებს Kicker-ი სებასტიან რუდის სიტყვებს.

სებასტიან რუდი მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში 2017 წლის 1 ივლისს ჩაირიცხა. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, მან "რეკორდმაისტერის" რიგებში 2020 წლის 30 ივნისამდე უნდა იასპარეზოს. გამოცემა transfermarkt-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.
1
0

dachi8 (27 აგვისტო 2018 01:00)

მაინც ყველაზე მეტად რუდის ანჩელოტი იყენებდა და ათამაშებდა
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.