» » კლოპი : ფეხბურთი შეიცვალა

კლოპი : ფეხბურთი შეიცვალა

26-08-2018, 09:13 -ss- სიახლეები 1

კლოპი :  ფეხბურთი შეიცვალა
საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, გერმანიისა და ინგლისის ჩემპიონატების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ორი საფეხბურთო ფორუმი, ერთმანეთისაგან კარდინალურად განსხვავდება. 51 წლის სპეციალისტის განცხადებით, ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი კლუბი დომინირებს, რომელიც პრაქტიკულად ყველა თამაშს იგებს.


"ინგლისის ჩემპიონატის მოგება, რა თქმა უნდა, რთულია. აქ თითოეული მატჩისათვის ბოლომდე მზად უნდა იყო. შვიდი წლის წინ, ყველაფერი სხვაგვარად იყო, მის შემდეგ ფეხბურთი შეიცვალა. პრემიერლიგა - ეს სულ სხვა გამოწვევაა. არ მინდა შედარება გავაკეთო, მაგრამ თუ შენ ბუნდესლიგაში "ბაიერნს" ამარცხებ, ეს უკვე კარგია, რადგანაც როგორც წესი მიუნხენელები ყველა დარჩენილ შეხვედრას იგებენ. ინგლისში მსგავსი რამ არ ხდება. მანჩესტერ "სიტიც" კი არ იყო დაუმარცხებელი გასულ სეზონში. მათ 100 ქულის დაგროვება შეძლეს, მაგრამ ეს იშვიათობას წარმოადგენს."-აღნიშნავს კლოპი გამოცემა Goal-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, გამოცდილი სპეციალისტი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა გერმანიაში. დორტმუნდის "ბორუსიას" თავკაცის რანგში მან ორჯერ მოიპოვა ბუნდესლიგის უმაღლესი ჯილდო, 2011 და 2012 წლებში.
1
0

dachi8 (27 აგვისტო 2018 01:00)

თქვენ ჩაისვარეთ და მაგიტომ მოიგო ტვლიპინამ მაგ სხვაობით. მანჩესტერი რა დღეშია და ლივერპულმაც ისეთებთან წააგო, რომ არ უნდა წაეგო
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.