» » ინტერვიუ კარლ-ჰაინც რუმენიგესთან

ინტერვიუ კარლ-ჰაინც რუმენიგესთან

26-08-2018, 09:57 -ss- ინტერვიუ 1

ინტერვიუ კარლ-ჰაინც რუმენიგესთან
გერმანიის ჩემპიონატის პირველი ტურის ეგიდით გამართული მატჩის შემდეგ, მიუნხენური კლუბის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ fcbayern.com-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ბავარიამ" პირველ ტურში "ჰოფენჰაიმის" დამარცხება შეძლო, მოგვიყევით თქვენი შთაბეჭდილებების შესახებ.

პირველი 45 წუთის განმავლობაში, ჩვენი გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს დემონსტრირებდა. შესვენებაზე ჩვენ სრულიად დამსახურებულად მიგვყავდა ანგარიში. კინგსლი კომანის მიმართ განხორციელებული დარღვევის შემდეგ კი გუნდში არეულობა შეინიშნებოდა. ნათელი იყო, რომ "ბავარია" ერთგვარ შოკს განიცდიდა, მომხდარი ფაქტის გამო. მთლიანობაში ჩვენ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. 90 წუთის განმავლობაში უკეთესი გუნდი ვიყავით"

როგორ გრძნობს თავს კინგსლი კომანი?

ძლიერ ტკივილებს განიცდის. ხვალ მას ოპერაცია ჩაუტარდება, კომანი დიდი ხნით გამოეთიშა ასპარეზობას. ჩვენ ყველანი ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას და გუნდში დაბრუნებას. მას ყოველმხრივ დავუჭერთ მხარს.

იულიან ნაგელსმანმა მატჩამდე აღნიშნა, რომ მისი მიზანია ბუნდესლიგის მოგება, როგორ შეაფასებდით ამ განცხადებას.

ზოგადად კარგად ვაფასებ, მსგავს თვითდაჯერებულობას. ჩვენ ყველანი დაინტერესბულები ვართ ბუნდესლიგის მოგებით. ფეხბურთი ეს ემოციური სპორტის სახეობაა, განწყობა აქ ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენს ინტერესებშია, რომ ბუნდესლიგაში საინტერესო ბრძოლები იმართებოდეს. მაგრამ ალექსანდე როზენის და იულიან ნაგელსმანის განცხადებები თუ მოიცავს მსგავსი ქმედებების განხორციელებას ჩვენი გუნდის წინააღმდეგ, მაგალითად ისეთის, როგორც ამ თამაშზე ვიხილეთ, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ ამას არაფერ საერთო არ აქვს, ფეირ-პლეის პრინციპებთან.

თქვენ კონკრეტულ ეპიზოდებს გულისხმობთ?

განსაკუთრებით პირველ ტაიმში, "ჰოფენჰაიმის" ფეხბურთელები ძალზედ უხეშად მოქმედებდნენ. ტიაგოს, კომანის და რიბერის წინააღმდეგ მუდმივად ჯარიმდებოდნენ, ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ჩვენ შეტევები შეეჩერებინათ. ეს იყო ფეხბურთი - ველური დასავლეთის წესებით. ამ ყველაფრის შედეგად, ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია : არ შეიძლება ყველა საშუალება გაამართლო მიზნის მიღწევისათვის. ამ ზედმეტ უხეშობებს, არაფერი საერთო არ აქვთ გამბედაობასთან.

მატჩის შემდეგ ბევრს საუბრობდნენ ვიდეო გამოერების სისტემის მუშაობაზე...

მთლიანობაში ვემხრობი VAR სისტემის გამოყენებას. ეს საშუალებები შეხვედრას უფრო პატიოსანს ხდის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გერმანიის ფეხბურთის კავშირი, ამ სისტემების დანერგვისას უნდა დაეყრდნოს პროფესიონალურ სტრუქტურებს. ორი წელია ამ ყველაფერზე მიდის მუშაობა, თუმცა პრაქტკაში ყველაფერი ისე არ მოქმედებს, როგორც ამის სურვილი გვაქვს. ამან შესაძლოა ხსენებული სისტემის კრიტიკამდე მიგვიყვანოს.

რას შესთავაზებდით თქვენ?

უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც მიადევნებს თვალს იმას, რომ ყველაფერი პროფესიონალურ დონეზე შესრულდეს. აუცილებელია ხსენებული პროფესიონალების და სპეციალური ბურთების გამოყენება. რუსეთში გამართულმა მსოფლიო ჩემპიონატმა კარგად დაგვანახა, თუ რამდენად კარგი სამსახურის გაწევა შეუძლია VAR სისტემას.

ორშაბათს, ბასტიან შვაინშტაიგერის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება, იგი მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში იასპარეზებს თავის ამჟამინდელი კლუბის "ჩიკაგო ფაერის" წინააღმდეგ...

ამ შეხვედრას ყველანი სულმოუთმენლად ველით. ბასტიანი მიუნხენის "ბაიერნის" ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი. ის დამსახურებულად მიიჩნევა ქომაგების საყვარელ მოთამაშედ. დარწმუნებული ვარ ეს ძალზედ ემოციური საღამო იქნება.
1
0

dachi8 (27 აგვისტო 2018 00:58)

მართლაც რით ვეღარ შექმნეს ჯგუფი, რომელიც მნიშვნელოვან ეპიზოდებში მსაჯს დაეხმარებოდა.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.