» » Bild : რუმენიგე ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს

Bild : რუმენიგე ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს

26-08-2018, 11:03 -ss- სიახლეები 0

Bild : რუმენიგე ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ პოლონელი ფორვარდის სიტყვები, იმის თაობაზე, რომ მას კლუბში სათანადო მხარდაჭერა არ ჰქონდა, მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.


"ამ განცხადებებით გაკვირვებული ვარ. როგორც მახსოვს, მარტში თუ აპრილში, რობერტ ლევანდოვსკის მიმართ, საჯაროდ მხარდამჭერი განცხადებაც კი გავაკეთე. მაშინ მისი მისამართით კრიტიკული გამონათქვამები ისმოდა, რაც დაკავშირებული იყო უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მის ასპარეზობასთან. იმ დროს ვთქვი, რომ ეს სისულელე იყო და რომ არ ვაპირებდი მესაუბრა ფეხბურთელზე, რომელსაც სეზონში 30 გოლი გაჰქონდა."

"ჩვენ ვერ დავაფიქსირეთ მისი მისამართით დიდი მხარდაჭერა? ეს როგორც არ უნდა ყოფილიყო, იმ პერიოდში ყოველდ დღე ოფისში ვიმყოფებოდი. ჩემი კარები კი მუდამ ღიაა, უბრალოდ უნდა დააკაკუნოთ და თქვენ უკვე ოთახში იმყოფებით."-ციტირებს გამოცემა Bild, ბავარიელთა ხელმძღვანელის სიტყვებს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..