» » bild: კომანს დაახლოებით სამი თვე გაუცდება

bild: კომანს დაახლოებით სამი თვე გაუცდება

26-08-2018, 13:43 kimmich სიახლეები 2

bild: კომანს დაახლოებით სამი თვე გაუცდება
მიუნხენის "ბაიერნის" 22 წლის ფრანგმა ვინგერმა, დაზიანება მიიღო ბუნდესლიგის პირველ გამართულ შეხვედრაში. "ბაიერნმა" მეტოქე გუნდს "ჰოფენჰაიმს" ანგარიშით 3-1 მოუგო, ერთ-ერთი შეტევის დროს კი ახალგაზრდა ფრანგ ნახევარმცველს ვარდნაში ნიკო შულცი დაეჯახა, რის შემდეგაც კომანმა მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. კომანის დაზიანება სერიოზულია და სავარაუდოდ ის ოპერაციის შემდეგ 3 თვეს იუქმებს.

წინა სეზონის ბოლოს კინგსლიმ "ჰერტასთან" ანალოგიური ტრავმა მიიღო და სამი თვე გამოტოვა. სწორედ ამ დაზიანების გამო ვერ გაემგზავრა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად რუსეთში მუნდიალზე. ბუნდესლიგის გახსნითი მატჩის დასრულების შემდეგ, საღამოს "ბაიერნის" წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ კომანის ტრავმა სერიოზულია. მას დაზიანება დაუდგინდა ტერფზე.

თამაშის დასრულების შემდეგ იოშუა კიმიხმა, კომანის მიღებულ ტრავმაზე პირველი კომენტარი გააკეთა: "მე გაოგნებული ვიყავი, თვალებზე ცრემლები მომადგა როცა კომანი გაზონზე დავინახე, ძლიერ ტკივილს განიცდიდა. ჯერ არ ვიცით თუ რამდენად სერიოზულადაა დაზიანებული, მაგრამ მისი რეაგირებიდან ჩანდა რომ მძიმე ტრავმა მიიღო."

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ნიკო შულცმაც: "მე ვწუხვარ მისი მდგომარეობით. იმედი მაქვს სერიოზული არაფერია."

დღეს კი 26 აგვისტოს, ფრანგ ნახევარმცველს წარმატებით ჩაუტარდა ფეხზე ოპერაცია. "კინგსლი უფრო ძლიერი დაბრუნდება, მე ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. გამოჯანმრთელების გზაზე ჩვენ მას 100 პროცენტით დავუდგებით გვერდში", - განაცხადა მიუნხენური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიხამიჯიჩმა.
2
0

-ss- (27 აგვისტო 2018 09:25)

"კარგად" ყოფილა საქმე ac
0

dachi8 (27 აგვისტო 2018 01:51)

მოკლედ იანვარში დაბრუნდება რა, სანამ გამოჯანმრთელდება, სანამ ვარჯიშებს დაიწყებს და ფორმაში ჩადგება
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.