» » შვაინშტაიგერი "ბაიერნის" შესახებ საუბრობს

შვაინშტაიგერი "ბაიერნის" შესახებ საუბრობს

27-08-2018, 11:29 -ss- სიახლეები 0

შვაინშტაიგერი
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული ფეხბურთელი ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელიც ამჟამად "ჩიკაგო ფაერის" ღირსებას იცავს, fcbayern.com - თან მიცემულ ინტერვიუში, ნიკო კოვაჩის შესახებ საუბრობს. ვეტერანი ნახევარმცველის განცხადებით, კოვაჩი შესანიშნავი სპეციალისტია და მასთან ერთად "ბავარიას" შეუძლია, რომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს.


"ვფიქრობ, რომ ნიკო კოვაჩი მიუნხენის "ბაიერნისათვის" შესაფერისი სპეციალისტია. ნიკოს და მისი ძმას, რობერტს გენეტიკაში აქვთ ჩანერგილი ეს კლუბი. ის ძალზედ მოტივირებულია და მოხარული ვარ, რომ მას მიუნხენში ვხედავ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე და ნიკო ფეხბურთს ერთად ვთამაშობდით, ვგრძნობდი, რომ საბოლოო ჯამში იგი მწვრთნელი გახდებოდა. კოვაჩი საკუთარ მოქმედებას გამუდმებით ხვეწდა და აანალიზებდა, განსაკუთრებით ტაქტიკის თვალსაზრისით. წესრიგი და დისციპლინა მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. მას შეეძლო, როგორც საკუთარი თავის, ისე თანაგუნდელების მოტივირება."

"ბავარია" მუდამ ჩემს გულშია. მის მიერ გამართულ თამაშებს, ტელევიზორის მეშვეობით ვადევნებ თვალს. საბედნიეროდ მარტივია საქმის კურსში ყოფნა, იმის თუ რა ხდება მიუნხენში. გარდა ამისა დღემდე ვესაუბრები, რამდენიმე ყოფილ თანაგუნდელს, მაგალითად თომას მიულერს და მანუელ ნოიერს."

"როდესაც "ბაიერნი" დავტოვე, მომეცა შესაძლებლობა ამ კლუბისათვის გარე თვალით შემეხედა. ახლა ვხედავ ამ ყველაფერს ისე, როგორც არასდროს, ვხედავ "ბაიერნის" მასშტაბებეს. წარმოუდგენელია ის თუ როგორი პოპულარულია ეს გუნდი მთელ მსოფლიოში. რამდენიმე ხნის წინ ვანკუვერში ვთამაშობდი და იქაც კი მიუნხენის "ბაიერნის" მაისურები ეცვათ ქომაგებს. სამწუხაროდ თამაშის შემდეგ არ მაქვს იმდენი დრო, რომ საკადრისად ვესაუბრო გულშემატკივარს."-ციტირებს გერმანული გრანდის პრეს სამსახური ბასტიან შვაინშტაიგერის სიტყვებს.

შეგახსენებთ ზემოხსენებული ფეხბურთელის გამოსამშვიდობებელი მატჩი "ალიანც არენაზე" 28 აგვისტოს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.