» » "ბაიერნი" კომანის შემცვლელს არ შეიძენს

"ბაიერნი" კომანის შემცვლელს არ შეიძენს

27-08-2018, 17:11 -ss- სიახლეები 0

მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა არ აპირებს, კინგსლი კომანის ტრავმის გამო, საკუთარი რიგები ახალი ფეხბურთელით შეივსოს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი გერმანული გამოცემა Sport Bild-ი ავრცელებს. "რეკორდმაისტერის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, ზემოხსენებულ წყაროსთან საუბრისას დაადასტურა, რომ მისი გუნდი ამ მიმართულებით მუშაობას არ გეგმავს.


"არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ, სამი თვის გამო ფეხბურთელს არ შევიძენთ"-აცხადებს ული ჰიონესი. შეგახსენებთ, გერმანიის ჩემპიონატის პირველი ტურის ეგიდით გამართულ მატჩში, ფრანგმა ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო და ლაზარეთში გადაინაცვლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომანი სამი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება საკუთარ კლუბს.

"ბაიერნი" კომანის შემცვლელს არ შეიძენს
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.