ოფიციალურად: რუდი "შალკეს" ფეხბურთელია
სებასტიან რუდიმ მიუნხენური კლუბი დატოვა და საკუთარ საფეხბურთო კარიერას, გელზენკირხენის "შალკე 04"-ის შემადგენლობაში გააგრძელებს. 28 წლის საყრდენმა ნახევარცველმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაირა და კლუბთან 4 წლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.
ზემოხსენებულ ტრანსფერს გამოეხმაურა, მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე -
"მინდა მადლობა გადავუხადო სებასტიანს ყველაფრისთვის. მან დიდი როლი ითამაშა ბუნდესლიგის რიგით მე-6 ტიტულის მოპოვებაში. ჩვენ რუდის ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ მომავალში.""სებასტიანი სამაგალითო ფეხბურთელია. არ აქვს მნიშვნელობა ის მატჩს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებდა თუ სკამიდან შეუერთდებოდა გუნდს. თავისი საიმედოობით იგი გამორჩეული იყო." - ეს კი "რეკორდმაისტერის" სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებია.
შემდგარი გარიგებით კმაყოფილი იყო თავად ფეხბურთელიც.
"მე მჯერა იმ კლუბის, რომელიც შევარჩიე და მსურს მისი სრულფასოვანი წევრი გავხდე. გულშემატკივართან შეხვედრას სულმოუთმელად ველი."-აცხადებს სებასტიან რუდი.