» » განსაკუთრებული დღე ბასტიან შვაინშტაიგერისათვის

განსაკუთრებული დღე ბასტიან შვაინშტაიგერისათვის

28-08-2018, 11:29 -ss- სიახლეები 2

განსაკუთრებული დღე ბასტიან შვაინშტაიგერისათვის
მსოფლიო ჩემპიონი, ტრიპლეტის მფლობელი, "ფეხბურთის ღმერთი", როგორც მას გერმანიაში უწოდებენ - ბასტიან შვაინშტაიგერმა ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერა განვლო. გამოსამშვიდოებებლ მატჩამდე ერთი დღით ადრე კი ცოცხალ ლეგენდას უაღრესად დიდი პატივი ხვდა წილად. 27 აგვისტოს დილით, სახელმწიფო კანცელარიაში, ბავარიის პრემიერ-მინისტრმა შვაინშტაიგერი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. კულმინაცია კი ზებნერშტრასეზე შედგა, როდესაც ბასტიანი მიუნხენური კლუბის "დიდების ჰოლში" რიგით მე-18 წევრად შეიყვანეს.

ხსენებულის გათვალისწინებით, ბასტიანი დადგა "ბაიერნის" ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც არიან ფრანც ბეკენბაუერი, გერდ მიულერი, ლოთარ მათეუსი, ზეპ მაიერი, ფილიპ ლამი და სხვა. ასეთი პატივი, მხოლოდ დიდებული ბავარიელების ხვედრია. "მსგავსი ბრწყინვალე გუნდის "დიდების ჰოლში" შესვლა - ეს უდიდესი პატივია"-სიამაყით აცხადებდა შვაინშტაიგერი. მიუნხენის "ბაიერნის" მუზეუმს ბასტი ცარიელი ხელებით არ სტუმრობდა, მას 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედალი ჰქონდა თან, რომელიც ამიერიდან სწორედ "რეკორდმაისტერის" მუზეუმში დაიდებს ბინას.


500 მატჩი, 68 გოლი. 22 ტიტული

როგორც ზემოთ ვწერდით ბასტიან შვაინშტაიგერს ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. იგი 13 წლის ასაკში ჩაირიცხა მიუნხენური კლუბის აკადემიის რიგებში, 2002 წლიდან 2015 წლამდე კი "ბაიერნის" ძირითად გუნდში მოღვაწეოდბა და მიაღწია ისეთ შედეგებს, როგორიც არც ერთ სხვა ფეხბურთელს არ ჰქონდა კლუბის 118 წლიან ისტორიაში.

"ბავარიის" მაისურით გამართულ 500 ოფიციალურ შეხვედრაში "შვაინამ" 68 გოლის გატანა მოახერხა და აღმართა 22 ტიტული. არცერთ სხვა ფეხბურთელს მსგავსი სტატისტიკური მონაცემი არ გააჩნია. "ბასტიანი ნამდვილი რეკორდსმენია აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. მან მოიგო ყველაფერი რისი მოგებაც კი შესაძლებელი იყო"-აცხადებს კარლ-ჰაინც რუმენიგე.

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა კი შემდეგი რამ დაამატა "ბასტი ნამდვილი მეამბოხე იყო და როგორც ყოველ მეამბოხეს მასაც ახასიათებდა, როგორც პატარა ისე დიდი შეცდომების დაშვება, თუმცა როდესაც იგი მოედანზე საჭირო იყო, იგი საკუთარ თავს მუდამ საუკეთესოდ წარმოაჩენდა. ეს ფეხბურთელის ნამდვილი ხასიათია"-აღნიშნა ულიმ.

განსაკუთრებული დღე ბასტიან შვაინშტაიგერისათვის



ორდენი - ბავარიის წინაშე დამსახურებისთვის

გამოსამშვიდობებელ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბასტიან შვაინშტაიგერს ბავარიის წინაშე არსებული დამსახურებისთვის ორდენი გადაეცა. "ეს არის პატივი, რომელიც მას ხვდა წილად" აღნიშნავდა ბავარიის მიწის პრემიერ-მინისტრი მარკუს ზიოდერი. "ეს არის ექსკლიუზიური ორდენი" - რადგანაც მისი მატარებელი არ შეიძლება იყოს ერთდროულად 2000 ცოცხალ ადამიანზე მეტი. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბასტი სამაგალითო პიროვნებაა, რომელმაც მთლიანად გერმანულ ფეხბურთზე იქონია გავლენა. "თქვენ ნამდვილი ბავარიელი ხართ და თქვენ ბავარიისთვის ბევრი რამ გაიღეთ. სრულიად დამსახურებულად შეიძლება გეწოდოთ ცოცხალი ლეგენდა."-განაცხადა ზიოდერმა.
2
0

-ss- (28 აგვისტო 2018 12:42)

dachi8,
მაგრად მახსოვს ამის პირველი თამაშები futbalist თმებს რომ იღებავდა wink მერე დაღვინდა
1

dachi8 (28 აგვისტო 2018 12:27)

შვაინა, ყველაზე გერმანელი, გერმანელთა შორის germany
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.