» » Bild : ჰიონესი VAR სისტემის შესახებ საუბრობს

Bild : ჰიონესი VAR სისტემის შესახებ საუბრობს

28-08-2018, 12:39 -ss- სიახლეები 0

Bild : ჰიონესი VAR სისტემის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, ვიდეო გამეორების სისტემის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბუნდესლიგაში მისი ეფექტური გამოყენება, ამ დრომდე ვერ ხერხდება.


"FIFA-მაც კი, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა სწრაფი ინოვაციებით, გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველას აჩვენა, რომ პერუელ, იამაიკელ და ტაივანელ არბიტრებსაც შეუძლიათ კარგად იმსაჯონ, VAR სისტემის გამოყენებით. არ მესმის რატომ არ მოქმედებს ვიდეო გამეორების ეს სისტემა ეფექტურად ბუნდესლიგაში." ციტირებს ჰიონესის სიტყვებს გამოცემა Bild.

ორიოდე დღის წინ, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მიუნხენის "ბაიერნის" კიდევ ერთმა ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

"მთლიანობაში ვემხრობი VAR სისტემის გამოყენებას. ეს საშუალებები შეხვედრას უფრო პატიოსანს ხდის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გერმანიის ფეხბურთის კავშირი, ამ სისტემების დანერგვისას უნდა დაეყრდნოს პროფესიონალურ სტრუქტურებს. ორი წელია ამ ყველაფერზე მიდის მუშაობა, თუმცა პრაქტკაში ყველაფერი ისე არ მოქმედებს, როგორც ამის სურვილი გვაქვს. ამან შესაძლოა ხსენებული სისტემის კრიტიკამდე მიგვიყვანოს. რუსეთში გამართულმა მსოფლიო ჩემპიონატმა კარგად დაგვანახა, თუ რამდენად კარგი სამსახურის გაწევა შეუძლია აღნიშნულ ტექნოლოგიას." -აცხადებდა რუმენიგე.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.