» » "ბასტის" გამოსამშვიდობებელი მატჩი

"ბასტის" გამოსამშვიდობებელი მატჩი

28-08-2018, 13:35 -ss- სიახლეები 1

28 აგვისტოს, თბილისის დროით 22:30 საათზე, მიუნხენის "ბაიერნის" საშინაო არენაზე, ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის ბასტიან შვაინშტაიგერის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება. "ის იყო და დარჩება გულშემატკივრის კუმირად, ქომაგები ბედნიერები იქნებიან მისი და "ჩიკაგო ფაერის" ხილვით. მეც მოხარული ვიქნები, მისი ნახვით." ეს "რეკორდმაისტერის" კარის დარაჯის მანუელ ნოიერის სიტყვებია.

რაც შეეხება უშუალოდ ხსენებულ მატჩს. ლეგენდარული ბავარიელი პირველ ტაიმს "ჩიკაგო ფაერის" შემადგენლობაში , ხოლო მეორეს მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში გაატარებს. საინტერესოა, ისიც რომ როდესაც შორეულ 2002 წლის 7 დეკემბერს მისი დებიუტი შედგა მიუნხენურ კლუბში, მაშინ სათადარიგო სკამზე მყოფმა შვაინშტაიგერმა ნიკო კოვაჩი შეცვალა და სწორედ ასე ჩაერთო ორთაბრძოლაში. "ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც იგი ჩვენს გუნდში ითამაშებს, კვლავ ცვლილებით შევა მოედანზე. შესაძლოა მან მეც კი შემცვალოს"-სიცილით აღნიშნავდა ბავარიელთა მოქმედი დამრიგებელი.


დღესასწაული მატჩის დასრულების შემდეგ


"რა თქმა უნდა, ვხუმრობ ! ბასტიანი მაშინ 18 წლის გახლდათ. იმ პერიოდში იგი ძალზედ მოტივირებული იყო, კლუბის მიერ გმართულ ვარჯიშებზე იგი მუდამ ბოლომდე იხარჯებოდა, საბოლოო ჯამში კი მან თავბრუდამხვევი კარიერა შეიქმნა. ის რაც მან საკუთარი კლუბისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის გააკეთა, უბრალოდ დაუჯერებელია. ის იყო არამხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელი, არამედ ღირსეული ადამიანი. ბედნიერი ვარ, რომ ორშაბათს ერთმანეთს შევხვდებით." აღნიშნავს ნიკო კოვაჩი

"რეკორდმაისტერის" გულშემატკივარი სულმოუთმენლად ელის აღნიშნულ საღამოს. საფინალო სასტვენის შემდეგ "ალიანც არენაზე" ნამდვილი დღესასწაული გაიმართება.

"ბასტის" გამოსამშვიდობებელი მატჩი

"ბასტის" გამოსამშვიდობებელი მატჩი

"ბასტის" გამოსამშვიდობებელი მატჩი

"ბასტის" გამოსამშვიდობებელი მატჩი

"ბასტის" გამოსამშვიდობებელი მატჩი

"ბასტის" გამოსამშვიდობებელი მატჩი
1
0

Makaay 11 (28 აგვისტო 2018 13:56)

ლეგენდაა ეს კაცი danke bayern
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.