» » რიბერი : ჩვენ ერთი ოჯახი ვართ !

რიბერი : ჩვენ ერთი ოჯახი ვართ !

29-08-2018, 17:49 -ss- სიახლეები 0

რიბერი : ჩვენ ერთი ოჯახი ვართ !
მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი შემტევი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, ყოფილ თანაგუნდელს - ბასტიან შვაინშტაიგერს ემოციური წერილით მიმართავს. სოციალური ქსელის მეშვეობით, რიბერი ბასტის ემშვიდობება და გულთბილ სიტყვებს უძღვნის. შეგახსენებთ, 28 აგვისტოს "ალიანც არენაზე" ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართა.


"სწორედ ამიტომ მიყვარს "ბავარია", ჩვენ ერთი ოჯახი ვართ! როგორი შესანიშნავი გამოსამშვიდობებელი მატჩი იყო ბასტიან შვაინშტაიგერისათვის. ბასტი შენ ბრწყინვალე ადამიანი ხარ! ბედნიერი ვარ იმ წლების გამო, რაც ჩვენ ერთ გუნდში გავატარეთ. ყოველივე საუკეთესოს გისურვებ მომავალში."-დაწერა ფრანკ რიბერიმ სოციალურ ქსელ twitter-ში.

"ეს დაუჯერებელი იყო, "ალიანც არენაზე" გატარებული თითოეული წამით, უდიდეს ბედნიერებას განვიცდიდი. ჩემთვის დიდი პატივი იყო კვლავ მეთამაშა "ბაიერნის" რიგებში. ჩემი გული ამ კლუბს ეკუთვნის. ყველას დიდ მადლობას გიხდით. მე თქვენთან ვარ და მუდამ ასე იქნება." ეს კი თავად ბასტიან შვაინშტაიგერის სიტყვებია, რომელსაც მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
რიბერი : ჩვენ ერთი ოჯახი ვართ !
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.