» » რუდი : ეს სწორი ნაბიჯი იყო

რუდი : ეს სწორი ნაბიჯი იყო

30-08-2018, 11:25 -ss- სიახლეები 1

რუდი : ეს სწორი ნაბიჯი იყო
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი სებასტიან რუდი, რომელიც ამჟამად გელზეკირხენის "შალკე 04"-ის ღირსებას იცავს, მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ლურჯების" რიგებში გადასვლა მისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო. შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის, 28 წლის ნახევარმცველმა საფეხბურთო კლუბ "შალკესთან" 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.


"ეს არ არის უკან გადადგმული ნაბიჯი, პირიქით - სწორედ რომ წინგადადგმულია. ვფიქრობ, ახლა საკმარისად მექნება სათამაშო დრო და იმედი მაქვს, საჭირო როლსაც შევასრულებ ახალი გუნდისათვის. "შალკეს" კიდევ უფრო უკეთ შეუძლია თამაში და დამატებითი ქულების გამომუშავებაც ძალუძს. ჩემი აზრით სწორ გზაზე ვიმყოფებით."

"რაც შეეხება დომენიკო ტედესკოს, ვფიქრობ შესანიშნავი იყო, როდესაც მან მე მითხრა, არა მხოლოდ ის, თუ რა გამომდის კარგად, არამედ მიმითითა იმაზეც, თუ რაზე უნდა გავამახვილო განსაკუთრებით ყურადღება. დომენიკომ განმიცხადა, რომ ამაში ყველანაირად დამეხმარება. ის ისეთი თავდაჯერებული იყო, რომ მე მას 100 პროცენტით ვენდობი."-აღნიშნავს სებასტიან რუდი გამოცემა Sky Sports-თან მიცემულ ინტერვიუში.
0
0

muller13 (30 აგვისტო 2018 16:20)

კარგი ბიჭია რუდი.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.