» » "ბაიერნის" მეტოქეები ცნობილია

"ბაიერნის" მეტოქეები ცნობილია

31-08-2018, 08:56 -ss- სიახლეები / მთავარი ამბები 0

ხუთშაბათს 30 აგვისტოს, უეფას ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა მიუნხენის "ბაიერნის" მომავალი მეტოქეების ვინაობა. E ჯგუფში "რეკორდმაისტერის" გვერდით დაწყვილდნენ შემდეგი გუნდები : "ბენფიკა", "აიაქსი" და "აეკი". გთავაზობთ წილისყრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.



კარლ-ჰაინც რუმენიგე - "ეს საინტერესო ჯგუფია. თამაშების დაწყბას სულმოუთმენლად ველით. რა თქმა უნდა, მიზანი 1/8 ფინალში გასვლაა. მოწინააღმდეგე გუნდების არდაფასება კი ნამდვილად არ ღირს. "ბენფიკას" წინააღმდეგ რამდენჯერმე მოგვიწია ასპარეზობა და მხოლოდ დადებითი მოგონებები დაგვრჩა. "აიაქსი" ეს ძველი ნაცნობი გუნდია. რაც შეეხება "აეკს" ჩვენ პირველად გვიწევს მათთან პაექრობა. გასულ სეზონში სამივე ამ კლუბმა კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი ნაციონალურ ჩემპიონატებში. თუ პლეი-ოფში გასვლა გვსურს, თითოეულ მატჩს განსაკუთრებული კონცენტრაციით უნდა მივუდგეთ."

ჰასან სალიჰამიჯიჩი - "უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მარტივი მეტოქეები არ არსებობენ. წილისყრის შემდეგ შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ"

ნიკო კოვაჩი -"საინტერესო ჯგუფია, აქ თავმოყრლია კლუბები, რომელთაც მდიდარი ისტორია და საფეხბურთო ტრადიციები გააჩნიათ. ჩვენი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან სამ შესანიშავ საღამოს, რომელიც "ალიანც არენაზე" უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გაიმართება. სპორტული თვალსაზრისით მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ფავორიტები ვართ. იმისათვის, რომ პლეი-ოფში გავიდეთ, სრული მობილიზაცია გვმართებს."

მანუელ ნოიერი -"ევროპული ფეხბურთის სამი ცნობილი სახელის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. "ბენფიკასთან" ადრეც გვითამაშია გასვლაზე და ჩვენ ჩვენი ანგარიშები გვაქვს, საბერძნეთში მუდამ შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს. რაც შეეხება "აიაქს", აქაც მაქსიმალური ძალების გაღება მოგვიწევს. პირველ ადგილზე გასვლისათვის, შესაფარისი თამაში უნდა ვაჩვენოთ და დაველოდოთ მეორეადგილოსან მოწინააღმდეგეს სხვა ჯგუფიდან.

ედვინ ვან დერ საარი ("აიაქსის" გენერალური დირექტორი) - "ბაიერნი ჯგუფის ფავორიტია, ჩვენ მეორე ადგილისათვის ვიბრძოლებთ."


"ბაიერნის" მეტოქეები ცნობილია
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.