» » sportbild : გადაწყდა! ბოატენგი "ბაიერნში" რჩება

sportbild : გადაწყდა! ბოატენგი "ბაიერნში" რჩება

31-08-2018, 10:12 kimmich სიახლეები 0

sportbild : გადაწყდა! ბოატენგი
მიუნხენის "ბაიერნის" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის მომავალი გარკვეულია. როგორც გერმანული ავტორიტეტული გამოცემა "sportbild"-ი იუწყება ჟერომი მიუნხენურ კლუბს არ დატოვებს და ამ სეზონშიც "ბაიერნის" მაისურით იასპარეზებს.

29 წლის მცველის შეძენას, ფრანგული კლუბი "პსჟ" ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ცდილობდა. პარიზელები ბოატენგის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს იხდიდნენ. გერმანული გრანდი ამ შემოთავაზებას არ დათანხმდა. კლუბი, ბოატენგის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვდა, როგორც ჩანს ფრანგებს ეს თანხა ეძვირათ.

მიუნხენის "ბაიერნის" ხორვატი მთავარი მწვრთნელი, ნდობას უცხადებს ცენტრალურ მცველს და სურს, რომ მან გერმანული კლუბი არ დატოვოს. ბოატენგმა ბუნდესლიგის გახსნით მატჩში, სადაც "ბაიერნმა" "ჰოფენჰაიმი" ანგარიში 3-1 დაამარცხა, მინდორზე სრული 90 წუთი გაატარა.

"რეკორდმაისტერის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ჟერომ ბოატენგზე ისაუბრა: "დღევანდელი საღამოს შემდეგ, დარწმუნებული ვარ რომ იგი"ბაიერნში" დარჩება." - მოკლედ აღნიშნა ულიმ.

ბოატენგის შესაძლო ტრანსფერს, "ბაიერნის" შემტევი ტომას მიულერიც გამოეხმაურა: "ჩვენ გვჭირდება ჟერომი! როდესაც იგი ფორმაშია, ფლობს ისეთ საფეხბურთო მახასიათებლებს, რომელიც მსოფლიოში იშვიათობას წარმოადგენს." - განაცხადა მიულერმა ზემოხსენებულ წყაროსთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ჟერომ ბოატენგი მიუნხენური კლუბის რიგებში 2011 წლიდან ირიცხება.მისი მოქმედი კონტრაქტი კი 2021 წლამდე არის გათვალისწინებული.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.