» » გუნდი სრული კონცენტრაციით ვარჯიშობს

გუნდი სრული კონცენტრაციით ვარჯიშობს

31-08-2018, 15:45 -ss- სიახლეები 0

გუნდი სრული კონცენტრაციით ვარჯიშობს
ხუთშაბათს 29 აგვისტოს, მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებმა დახურულ ვარჯიშზე, გერმანიის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისათვის, მზადება დაიწყეს. შეგახსენებთ შაბათს, თბილისის დროით 20:30 საათზე "ბავარია" "შტუტგარტს" დაუპირისპირდება. ნიკო კოვაჩმა სავარჯიშო მოედანზე ყველა ფეხბურთელს უხმო, კინგსლი კომანის გამოკლებით. როგორც მოგეხსენებთ, მიღებული ტრავმის გამო ფრანგი შემტევი ნახევარმცველი, გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება. რაც შეეხება ლეონ გორეცკას, მან ინდივიდუალური პროგრამით მუშაობა დაასრულა და ახლა იგი კვლავ ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს.


ტოლისო ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს


კორენტინ ტოლისო, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების განაცხადში მოხვდა. "მამლებს" ორი მატჩი აქვთ გასამართი ნაციის ლიგის ეგიდით. აღსანიშნავი ფაქტია, რომ დიდიე დეშამმა 23 მსოფლიო ჩემპიონიდან 22 მოთამაშე გამოიძახა. გამონაკლისი მხოლოდ ფრანგთა კიპერი სტივ მანდანდა იყო, მის მაგივრად განაცხადში ბენუა კოსტილი მოხვდა.

ტოლისოსათვის განსაკუთრებული იქნება 6 სექტემბერს ჩანიშნული მატჩი. შეგახსენებთ, ამ დღეს საფრანგეთის ეროვნული ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა კოკოსთვის გამორჩეულია არა მხოლოდ იმით, რომ იგი საკუთარ თანაგუნდელებს შეხვდება, არამედ იმითაც, რომ ხსენებული ორთაბრძოლა "ალიანც არენაზე" გაიმართება. ამ მატჩიდან რამდენიმე დღეში, ზუსტად 9 სექტემბერს კი მსოფლიო ჩემპიონები, ამჯერად საშინაო არენაზე, ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ.

გუნდი სრული კონცენტრაციით ვარჯიშობს

გუნდი სრული კონცენტრაციით ვარჯიშობს

გუნდი სრული კონცენტრაციით ვარჯიშობს

გუნდი სრული კონცენტრაციით ვარჯიშობს
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.