პორტუგალია, ჰოლანდია და საბერძნეთი! ამ ქვეყნებს ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლის ჯგუფურ ეტაპზე "ბავარია" ეწვევა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით "რეკორდმაისტერის" მეტოქე გუნდები გახდნენ: ლისაბონის "ბენფიკა", ამსტერდამის "აიაქსი" და ათენის "აეკი".
გერმანიის ჩემპიონი, მიუნხენის "ბაიერნი" პირველ კლათაში მოათავსეს. საინტერესო ფაქტი ისაა რომ, "ბაიერნის" ყველა მეტოქემ ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად პლეი-ოფის მატჩები გამართა. პორტუგალიურმა კლუბმა "ბენფიკამ" ოთხშაბათს "პაოკი" დაამარცხა, "აიაქსმა" "დინამო კიევი" გამოთიშა ასპარეზობას, ხოლო "აეკმა" უნგრული კლუბი - "ვიდი" დაჯაბნა.
გთავაზობთ ჯგუფური ეტაპის განრიგს:
პირველი ტური: 18/19 სექტემბერი, "ბენფიკა" - "ბაიერნი"
მეორე ტური: 2/3 ოქტომბერი, "ბაიერნი" - "აიაქსი"
მესამე ტური: 23/24 ოქტომბერი, "აეკი" - "ბაიერნი"
მეოთხე ტური: 6/7 ნოემბერი, "ბაიერნი" - "აეკი"
მეხუთე ტური: 27/28 ნოემბერი, "ბაიერნი" - "ბენფიკა"
მეექვსე ტური: 11/12 დეკემბერი, "აიაქსი" - "ბაიერნი"