» » რიბერიმ კომანის დაზიანებაზე ისაუბრა

რიბერიმ კომანის დაზიანებაზე ისაუბრა

31-08-2018, 19:37 kimmich სიახლეები / ინტერვიუ 0

რიბერიმ კომანის დაზიანებაზე ისაუბრა
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა, კინგსლი კომანის დაზიანებაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ კომანმა ტრავმა ბუნდესლიგის გახსნით მატჩში მიიღო, ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ და ოპერაციის შემდეგ "ბაიერნის" ექიმების განცხადებით ახალგაზრდა ვინგერი დაახლოებით სამ თვეს გამოტოვებს. ამ დაზიანებასთან დაკავშირებით გამოცდილმა 35 წლის ვინგერმა კომენტარი გააკეთა "bild"-თთან საუბრისას.

"ჩვენ სეზონის დაწყებამდე ფლაგებზე ოთხნი ვიყავით, ახლა კი სამნი დავრჩით. ვიმედოვნებ რომ ჩვენ კლუბისთვის საკმარისი ვიქნებით. მე და არიენი კარგ ფორმაში ვართ, ჩვენ ასევე ვესაუბრეთ სერჟ გნაბრისაც რომელმაც ტრავმა ახლახანს მოიშუშა. ჩვენ ფლანგებზე სამნი დავრჩით და სამივემ კარგი ფორმა უნდა შევინარჩუნოთ მთელი სეზონის განმავლობაში. რაც შეეხება კომანის დაზიანებას ეს შეიძლება ფეხბურთში ყოველთვის მოხდეს. მე თამაშის დასრულების შემდეგ ვესაუბრე კინგსლის. ეს ძალიან რთულია, მისი ტრავმა ჩვენთვის შოკია! ახლა კომანს ჩვენგან დიდი მხარდაჭერა და გამხნევება სჭირდება, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. მისი დაზიანების გამო ჩვენ ძალიან ვწუხვართ. კომანთან ბევრი საუბარი გვაქვს, მთელმა გუნდმა მხარი უნდა დაუჭიროს კინგსლის და პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ. იმედი მაქვს, რომ იგი კლუბს სეზონის მეორე ნახევარში სრულად ჯანმრთელი დაუბრუნდება". - განაცხადა ვეტერანმა გარემარბმა ზემოთხსენებულ გამოცემასთან ინტერვიუში.

ბავარიული გრანდის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა, რომ "ბაიერნი" კინგსლი კომანის შემცვლელს არ დაიმატებს. ფლანგებზე კი ამ დროისთვის სერჟ გნაბრი, ფრანკ რიბერი და არიენ რობენი რჩებიან. ზამთარში "რეკორდმაისტერს" 17 წლის კანადელი ვინგერი ალფონსო დევისი შეუერთდება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.