» » ხუან ბერნატი პსჟ-ს შეუერთდა

ხუან ბერნატი პსჟ-ს შეუერთდა

31-08-2018, 21:48 dachi8 ტრანსფერები 0

ხუან ბერნატი პსჟ-ს შეუერთდა
„ბაიერნის“ ესპანელმა მარცხენა მცველმა ხუან ბერნატმა კლუბი დატოვა და „პარის სან-ჟერმენს“ შეუერთდა. პარიზულ კლუბთან ესპანელმა 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.


„ხუან ბერნატმა თხოვნით მოგვმართა, რომ მისი კონტრაქტისათვის გადაგვეხედა და ნება დაგვერთო პარიზულ კლუბს შეერთებოდა. ჩვენ ეს თხოვნა დავაკმაყოფილეთ და საკმაოდ კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებასაც მივაღწიეთ „პსჟ“-თან“. - კომენტარი გააკეთა რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

„ხუანი ყოველთვის პროფესიონალი გახლდათ და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რვავე ტიტულის აღებაში, რომელიც კლუბმა მასთან ერთად მოიგო. მას და მის ოჯახს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ პარიზში“.

2014 წელს „ვალენსიიდან“ „ბავარიაში“ გადმოსვლის შემდეგ ხუან ბერნატმა თავის ანგარიშზე 5 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა 113 შეხვედრაში. მარცხენა მცველმა 4 -ჯერ იზეიმა გერმანიის ჩემპიონობა, 1-ჯერ გერმანიის თასი და 3-ჯერ გერმანიის სუპერ თასი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.