» » "ბაიერნი" კლუბის ნომერ პირველი წევრის გარდაცვალებას გლოვობს

"ბაიერნი" კლუბის ნომერ პირველი წევრის გარდაცვალებას გლოვობს

1-09-2018, 09:14 -ss- სიახლეები 1

მიუნხენის "ბაიერნი" რიხარდ ორტნერის გარდაცვალებას გლოვობს. "ბავარიელთა" კლუბის ნომერ პირველი წევრი, ორშაბათს 27 აგვისტოს, 96 წლის ასაკში ქალაქ მიუნხენში გარდაიცვალა. რიხარდ ორტნერი კლუბის წევრი 1937 წლის 1 აპრილს გახდა. გასულ წელს, ული ჰიონესმა ზემოხსენებულ პიროვნებას შესაბამისი ჯილდოც გადასცა, რომელიც უკავშირდებოდა ორტნერის მიერ კლუბში გატარებულ 80 წლის იუბილეს.

"სრულიად მიუნხენის "ბაიერნის" სახელით მსურს, რიხარდ ორტნერის ნათესავებს მივუსამძიმრო. ჩვენ ფიქრებით თქვენთან ვართ. რიხარდ ორტნერი "ბავარიის" ისტორიის ნაწილია. ის იყო მომსწრე ყველა დიდი მოვლენის, დაწყებული კურტ ლანდაუერის პერიოდიდან, როდესაც ბუნდესლიგაში ასპარეზობის უფლება მოვიპოვეთ, დამთავრებული სულ ბოლო წარმატებებით. რიხარდ ორტნერი ყოველთვის იქნება "ბაიერნის" ნაწილი."-ციტირებს გერმანული გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი ული ჰიონესის სიტყვებს.

დაკრძალვა სამშაბათს 4 სექტემბერს გაიმართება.
0
0

-ss- (1 სექტემბერი 2018 12:07)

საწყალი ბაბუ ac გულშემატკივრობის რამხელა სტაჟი ჰქონია
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.