» » დაცვის ოსტატთა დუელი

დაცვის ოსტატთა დუელი

1-09-2018, 16:28 -ss- სიახლეები / ანონსი 0

დაცვის ოსტატთა დუელი
პირველი გასვლითი მატჩი, ახლადდაწყებულ ბუნდესლიგაში, მიუნხენის "ბაიერნისათვის" ადვილი გასეირნება სულაც არ იქნება. "შტუტგარტმა" გასულ საფეხბურთო სეზონში "მერსედეს ბენც-არენაზე" მხოლოდ ცხრა გოლი გაუშვა, რაც გერმანიის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგად იქნა აღიარებული. მთლიანობაში კი ზემოხსენებულმა გუნდმა 36 ბურთი მიიღო საკუთარ ბადეში, ეს მიუნხენის "ბაიერნის" შემდეგ საუკეთესო რეზულტატი გახლდათ. fcbayern.com წარმოგიდგენთ საინტერესო ციფრებს და ფაქტებს დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით.


"ბაიერნის" ძლიერი სერია შტუტგარტში


მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ მიუნხენის "ბაიერნი" გასული წლების მანძილზე საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდა შტუტგარტში. "რეკორდმაისტერის" ანგარიშზე ამ დროისათვის ზედიზედ 9 გამარჯვება ფიქსირდება. "შტუტგარტის" ფეხბურთელებმა საშინაო არენაზე ბოლოს მიუნხენის "ბაიერნს" ზუსტად 11 წლის წინ მოუგეს, კერძოდ კი 2007 წლის 10 ნოემბერს (3:1). ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში, ზედიზედ 9 გამარჯვება გასვლით შეხვედრაში, მიუნხენის "ბაიერნს" მხოლოდ საფეხბურთო კლუბ "ვერდერის" წინააღმდეგ აქვს დაფიქსირებული. ასე, რომ დღევანდელ ორთაბრძოლაში ნიკო კოვაჩს აქვს, ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ საკლუბო რეკორდი გააუმჯობესოს.


"ბაიერნი" უფრო ხშირად არსად არ იგებს


მიუნხენურ კლუბს, ნაციონალური ჩემპიონატის ეგიდით სულ 50 მატჩი აქვს ჩატარებული სტუმრად "შტუტგარტში". აქედან 28 ჯერ გამარჯვება სწორედ "ბავარიას" ხვდა წილად. ეს არის ყველაზე ხშირი გამარჯვებების სერია, არც ერთ სხვა ბუნდესლიგის გუნდთან "ბაიერნს" მსგავსი სტატისტიკა არ აქვს. გარდა ამისა საუცხოოა გატანილი გოლების მაჩვენებელიც. "ბაიერნმა" მთელი ამ დროის მანძილზე, გასვლით შეხვედრებში 87 ჯერ აიღო "შტუტგარტელების" კარი. რაც ასევე საუკეთესო შედეგია ბუნდესლიგის მასშტაბით. 28 მიღწეულ გამარჯვებაზე უკვე მოგახსენეთ, რომელთა გვერდით ასევე ფიქსირდება 10 ფრე და 12 მარცხი. სტუმრად გატანილი გოლების თანაფარდობა კი 87:60 შეადგენს.


"შტუტგარტის" წარუმატებელი სტარტი


გასული საფეხბურთო სეზონის ბოლო ოთხი ტურისგან განსხვავებით, როდესაც "შტუტგარტის" ფეხბურთელებმა ოთხიდან ოთხი გამარჯვება მოიპოვეს, მიმდინარე სეზონის სტარტი არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა მათთვის. გერმანიის თასის პირველ რაუნდში ზემოხსენებულმა გუნდმა როსტოკის "ჰანზასთან" იგემა მარცხი ანგარიშით 0:2. ბუნდესლიგის პირველ მატჩში კი საფეხბურთო კლუბ "მაინცთან" დათმო შეხვედრა (0-1). ეს წარუმატებლობა ისტორიულიც კი არის. პირველად ბუნდესლიგის არსებობის მანძილზე, "შტუტგარტმა" სეზონის ორივე სასტარტო ორთაბრძოლა წააგო. გარდა ამისა, მოცემულ მომენტში ეს გუნდი ერთადერთია, რომელთა აქტივშიც გატანილი გოლი, ამდრომდე არ ფიქსირდება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.