» » რევანშის დროა!

რევანშის დროა!

1-09-2018, 16:55 kimmich სიახლეები 0

რევანშის დროა!
მიუნხენის "ბაიერნი" დღეს საღამოს, თბილისის დროით 20:30 საათზე "შტუტგარტს" შეერკინება. შეგახსენებთ, გასული სეზონის დასასრულს, ბუნდესლიგის ბოლო ტურში სწორედ ზემოაღნიშნული კლუბები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ "ბაიერნი" ანგარიშით 4-1 დამარცხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუნხენელებმა მატჩის დამთავრების შემდეგ, ბუნდესლიგის ზედიზედ მე-6 ტიტული ოფიციალურად გაიფორმეს. ნაციონალური ჩემპიონატის ეს მატჩი უკანასკნელი იყო ლეგენდარული იუპ ჰაინკესისთვისაც. დღევანდელ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა და მიუნხენური კლუბის კაპიტანმა მანუელ ნოიერმა.

"რა თქმა უნდა, ამან შესაძლოა მოთამაშეების ქვეცნობიერში დიდი როლი ითამაშოს. როდესაც ტიტულის მიღებამდე 4-1 აგებ, ეს არავის არ მოსწონს. ახლა ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები იქნებიან, რადგანაც ხსენებული მარცხის დავიწყება სურთ." - განაცხადა 46 წლის ხორვატმა სპეციალისტმა გამოცემა "bild"-თან საუბრისას.

ბავარიელთა კაპიტნის, მანუელ ნოიერის თქმით კი მათ არც თუ ისე ადვილი მატჩი ელით: "ცხადია, ეს მარტივი არ იქნება. ბუნდესლიგის პირველ ტურში "შტუტგარტმა" 0-1 წააგო "მაინცთან". შტუტგარტში თამაში და გამარჯვების მოპოვება კი ადვილი საქმე არასდროს არ არის. ჩვენ უკვე ვიცით თუ როგორ ვითამაშებთ, გუნდი ძალიან მოტივირებულია და გვინდა, რომ კვლავ გამარჯვება ვიზეიმოთ, ზუსტად ისე როგორც ეს "ჰოფენჰაიმთან" მოვახერხეთ. - განაცხადა გერმანელმა მეკარემ.

ნიკო კოვაჩმა იცის რომ გამარჯება აუცილებელია: "ეს ნათელია. როგორც ბავარიელთა მწვრთნელი ვალდებული ვარ თამაში მოვიგო." - დასძინა ნიკომ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.