» » "ბაიერნის" საიუბილეო გამარჯვება

"ბაიერნის" საიუბილეო გამარჯვება

2-09-2018, 10:44 -ss- სიახლეები / სტატისტიკა 2

მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებმა, ანგარიშით 0-3 იმარჯვეს და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეც დამკვიდრდნენ. გერმანიის ჩემპიონატის ახალ სეზონში, "ბავარიელთა" სვლას თამამად შეგვიძლია წარმატებული ვუწოდოთ. "შტუტგარტთან" მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების წყალობით "რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგის ლიდერის რანგში გვევლინება. გასვლით მატჩში მიღწეული ეს გამარჯვება იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ იგი რიგით მეოთხასეა. ზემოხსენებულ დუელში კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი იკვეთება.

400 - ახლა ზუსტად ამდენი გასვლითი გამარჯვებაა აღნიშნული, მიუნხენური კლუბის აქტივში.

250 – ფრანკ რიბერის საიუბილეო მატჩი! ბუნდესლიგის ეგიდით "შტუტგარტთან" გამართული ორთაბრძოლა, რიგით 250-ე იყო ფრანგი შემტევი ნახევარმცველისათვის.

184 – ზუსტად ამდენი გამარჯვება დაუგროვდა ფრანკ რიბერის ზემოხსენებული 250 შეხვედრიდან. აქამდე არც ერთ სხვა ფეხბურთელს მსგავსი შედეგისათვის, არ მიუღწევია. ( მეორე ადგილზე თომას მიულერი იმყოფება, რომელსაც ხსენებული ნიშნულის მიღწევამდე 256 მატჩი დასჭირდა)

100 – გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით, რობერტ ლევანდოვსკიმ შტუტგარტში თავისი მე-100 გამარჯვება აღნიშნა.

50 – ბაიერნის ახალწვეულის, სერჟ გნაბრისათვის ეს ბუნდესლიგის სადებიუტო მატჩი იყო ამჟამნიდელი კლუბის მაისურით. ისე კი ამ ფეხბურთელის ანგარიშზე უკვე 50 შეხვედრა ფიქსირდება.

10 – პირველად ბუნდესლიგის არსებობის მანძლზე, მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ მოწინააღმდეგეს, ზედიზედ 10 გასვლითი მატჩი მოუგო.

4 – მეოთხე სეზონია, რაც რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის საწყის ორ მატჩში გოლს იტანს. ეს გერმანიის ჩემპიონატის ახალი რეკორდი გახლავთ.

4 – ნიკო კოვაჩმა, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის რანგში ოთხიდან ოთხი ოფიციალური მატჩი მოიგო.

1 - ლეონ გორეცკა გერმანული გრანდის ძირითად თერთმეტეულში იყო წარმოდგენილი და სადებიუტო მატჩშივე გოლის გატანა მოახერხა. ფეხბურთელი უკეთეს დასაწყის ვერც ინატრებდა.
2
0

-ss- (3 სექტემბერი 2018 11:47)

dachi8,
მაგრად მოერგება ეს ბავარიას bayern
0

dachi8 (2 სექტემბერი 2018 22:31)

თან რა კარგი გოლი გაიტანა გორეცკამ
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.