» » ბავარიელთა "ტრიო" შესანიშნავ ფორმაშია

ბავარიელთა "ტრიო" შესანიშნავ ფორმაშია

2-09-2018, 16:58 -ss- სიახლეები 2

ბავარიელთა
მიუნხენის "ბაიერნის" სასტარტო თერთმეტეულში მყოფი ლეონ გორეცკა, ამაზე უკეთეს დებიუტს ვერც კი წარმოიდგენდა. "შტუტგარტის" წინააღმდეგ გამართულ "სამხრეთ დერბიში", ბავარიელთა ახალწვეული პირველად გამოჩნდა მოედანზე გუნდის ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა და გამოირჩა, როგორც გატანილი გოლით, ისე შედეგიანი გადაცემით. მთლიანობაში "მერსედეს ბენც არენაზე" გამართული მატჩი მიუნხენელთა სასარგებლოდ ანგარიშით 0-3 დასრულდა. გარდა ამისა გორეცკა გამორჩეული იყო იმითაც, რომ მან ყველაზე მეტი დარტყმა განახორციელა თამაშის განმავლობაში.

"ძალიან გახარებული ვარ, პირველ რიგში იმით, რომ მთელმა გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა. ბიჭებს დიდი კომპლიმენტები მინდა ვუთხრა, აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. შესანიშნავად მიმიღეს. ასეთ პირობებში გაცილებით ადვილია საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა, იმის რისი დემონსტრირებაც დღევანდელ შეხვედრაში მოვახერხე."-აღნიშნავდა გორეცკა მატჩის დასრულების შემდეგ.

ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა იცოდა რა, "შტუტგარტელთა" ჩანაფიქრი დაცვითი თამაშის შესახებ, ძირითად თერთმეტეულში შემტევი შემადგენლობა დააყენა.საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ტიაგომ, ხავი მარტინესი შეცვალა. ლეონ გორეცკამ კი მეორე ცენტრალური ნახევარმცველის როლი მოირგო, თომას მიულერის გვერდით. ფლანგზე გვევლინებოდა ფრანკ რიბერი, რომლისთვისაც ეს მატჩი საიუბილეო, რიგით 250-ე იყო და არიენ რობენი. შეტევის წინა ხაზე კი რობერტ ლევანდოვსკი იყო წარმოდგენილი. ხსენებულმა შემტევმა სქემამ მოლოდინები ნამდვილად გაამართლა.


მოთმინება და შეუპოვრობა


გორეცკა-მიულერი-ლევანდოვსკის ტრიო განსაკუთრებული ჰარმონიულობით გამოირჩეოდა. სამივე გატანილი გოლი პირდაპირ კავშირშია, აღნიშნული მოთამაშეების მოქმედებებთან. პირველი გოლის შემთხვევაში, გორეცკამ მიულერის გადაცემით ისარგებლა და ბურთი კარის კუთხისკენ გაგზავნა. მეორე გოლზე ლეონი უკვე თავად მოგვევლინა ასისტენტის როლში. მან საგოლე გადაცემა გაუკეთა ლევანდოვსკის. ბოლო გოლი კი პოლონელი ფორვარდის და თომას მიულერის კომბინაციას მოჰყვა. დამაგვირგვინებელ ფაზაში მიულერმა ბრწყინვალედ იმოქმედა.

"შესანიშნავია, როდესაც მეტოქე გუნდის კართან ამდენი მოქმედების შესაძლებლობა გეძლევა და გატანილ გოლებშიც მონაწილეობ. ამას დამატებითი სიხარული მოაქვს."-აღნიშნავდა თომას მიულერი, რომელიც აქვე აცხადებდა, რომ ეს მატჩი არც თუ ისე ადვილი იყო, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. "ის, რომ ყოველ წუთს ჩვენ ახალ მომენტს ვერ შევქმნიდით, ეს თავიდანვე იყო ცნობილი. პირველი 30 წუთის განმავლობაში მოთმინების გამოჩენა გვმართებდა. ზეწოლის გაძლიერება განვაგრძეთ, მეტოქე გუნდის საჯარიმო ზონაში ვაქტიურობდით და პირველიდან ბოლო წუთამდე თამაშის მსვლელობას ვაკონტროლებდით."

ამ გამარჯვებით ნიკო კოვაჩიც კმაყოფილი ჩანდა, ხორვატი სპეციალისტის აქტივში ოთხი შეხვედრიდან ოთხი მოგებაა აღნიშული. "გუნდმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა, 90 წუთის განმავლობაში, კონცენტრაციის დონეს უმაღლეს ნიშნულზე ვინარჩუნებდით. ზუსტად ისე, როგორც ეს მე მსურდა. როდესაც ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას ვიჩენთ, მაშინ ნებისმიერ მეტოქეს ძალზედ უჭირს."-განაცხადა 46 წლის სპეციალისტმა.
1
0

-ss- (3 სექტემბერი 2018 11:47)

dachi8,
სხვათაშორის პირველი ეგ მენიშნა, როდესაც ძირითადი გამოაცხადეს ერთი საათით ადრე. იმედია მარტო ამ თამაშში იყო ეგრე და ასე არ იქნება სულ
1

dachi8 (2 სექტემბერი 2018 22:32)

ხამესის სკამზე ჯდომა არ მომწონს
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.