» » რეშკე: "შტუტგარტი" დევისის გაფორმებას ცდილობდა

რეშკე: "შტუტგარტი" დევისის გაფორმებას ცდილობდა

2-09-2018, 20:12 kimmich სიახლეები 0

რეშკე:
მიუნხენის "ბაიერნმა", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 17 წლის ნიჭიერი კანადელი ვინგერი გაიფორმა. ალფონსო მიუნხენურ კლუბს ზამთარში შეუერთდება. როგორც ჩანს "ბაიერნის" გარდა ალფონსოს გადაბირებას აქტიურად ცდილობდა "შტუტგარტიც". ამ თემაზე კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხეილ რეშკემ გერმანულ გამოცემა "sportbild"-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"შტუტგარტის" სპორტულმა დირექტორმა მიხეილ რეშკემ, განაცხადა რომ კლუბი ალფონსო დევისის შეძენით იყო დაინტერესებული, მაგრამ საბოლოო ჯამში 17 წლის გარემარბი "ბაიერნმა" გაიფორმა.

"ვანკუვერში იმავე დროს ვიმყოფებოდი, რა დროსაც "ბავარია", ჩვენც ვცდილობდით დევისის გაფორმებას, მაგრამ ფინალისკენ "ბავარიას" უფრო მეტი ისარი აღმოაჩნდა კალათაში. ვულოცავ მათ", - განაცხადა რეშკემ.

მიუნხენის "ბაიერნმა" კანადელი შემტევის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ბონუსის სახით კი კლუბი 18.8 მილიონ ევროს მიიღებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ალფონსო დევისი ახალ კლუბს იანვრის თვეში შეუერთდება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.