» » Kicker : ული ჰიონესის რჩევა "პარი სენ-ჟერმენს"

Kicker : ული ჰიონესის რჩევა "პარი სენ-ჟერმენს"

3-09-2018, 11:42 -ss- სიახლეები 4

Kicker : ული ჰიონესის რჩევა
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, გერმანულ სპორტულ გამოცემა Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში, ჟერომ ბოატენგის და "პარი სენ-ჟერმენის" შესახებ საუბრობს. ხსენებული კლუბის სპორტულ დირექტორს კი კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს. ბავარიელთა ხელმძღვანელის განცხადებით, ფრანგულ გრანდს ისეთი ფუნქციონარი, როგორიც ანტერო ენრიკეა, უბრალოდ არ ეკადრება.


"მე ვურჩევდი "პარი სენ-ჟერმენს" შეცვალოს საკუთარი სპორტული დირექტორი. ეს ადამიანი თავის გუნდს, საუკეთესო კუთხით ვერ წარმოაჩენს. თუ მათი სურვილია იყვნენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბთა შემადგენლობაში, მაშინ მათ ასეთი სპორტული დირექტორი არ უნდა ჰყავდეთ."

"ბოატენგის ტრანსფერის სანაცვლოდ ჩვენ 50 მილიონ ევროს ვითხოვდით, რადგანაც მისი გაყიდვა არ გვსურდა და ამასთან ვიცოდით, რომ პარიზელები ამ თანხას არ გადაიხდიდნენ. გარდა ამისა გვინდოდა ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელისათვის, ერთგვარი ანგარიში გაგვეწია, რადგანაც მას არ სურდა ხსენებული ფეხბურთელის დაკარგვა."-ციტირებს გამოცემა Kicker-ი ული ჰიონესის სიტყვებს.
1
0

-ss- (4 სექტემბერი 2018 22:57)

dachi8,
რავი სალიჰამიჯიჩიც ილანძღებოდა ცალკე, ესე ბავარიას არავინ არ უნდა ელაპარაკებოდესო :))
0

dachi8 (4 სექტემბერი 2018 00:08)

აჰაჰააა, რაზეა გამწარებული სპორტულ დირექტორზე, 50 მილიონი რომ არ გადაიხადა ჟერომში? kricha
ან არაპროფესიონალურად აწარმოა მოლაპარაკებები.
1

buxrika (3 სექტემბერი 2018 12:10)

მსოფლიოში ყველაზე მაგარი მენეჯერიი
0

-ss- (3 სექტემბერი 2018 11:48)

ული რასაც ქვია აცამტვერებს ვინც არ ევასება იმათ, ჯერ ოზილს რა უქნა kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.