» » მიულერი : ბუნდესლიგაში დომინირება გვსურს

მიულერი : ბუნდესლიგაში დომინირება გვსურს

4-09-2018, 09:32 -ss- სიახლეები 0

მიულერი : ბუნდესლიგაში დომინირება გვსურს
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი თომას მიულერი, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, ბუნდესლიგაში კონკურენციის თემას შეეხო და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მიულერის განცხადებით "ბაიერნს" თითოეული მატჩის მოგება და ნაციონალურ ჩემპიონატში შემდგომი დომინირება სწადია.


"გვსურს კიდევ უფრო წინ წავიდეთ და ლიგაში დომინირება განვაგრძოთ, ამისათვის საჭირო პოტენციალი გაგვაჩნია. ჩვენ არ ვართ ბუნდესლიგის ფანატები, ჩვენ ვართ მოთამაშეები და სწორედ ამიტომ არსებულ წნეხს ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ. მოტივაცია კი მართლაც უმაღლეს ნიშნულზეა. გვყავს სუპერ-შემადგენლობა, ზოგიერთ ტოპ-ფეხბურთელს სახლში დარჩენა უწევს, ზოგიც სათადარიგო სკამზე იმყოფება, ზუსტად ისე, როგორც ეს "შტუტგარტთან" გამართულ მატჩში იყო. ამ ყველაფერმა გაგრძელება ეროვნული ნაკრების რიგებშიც უნდა ჰპოვოს."-ციტირებს მიულერის სიტყვებს გამოცემა Bild-ი

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის პირველ ორ მატჩში 6 ქულის დაგროვება შეძლო და სატურნირო ცხრილის სათავეშიც მოექცა. შემდეგ შეხვედრას გერმანიის "რეკორდმაისტერი" "ალიანც არენაზე" ლევერკუზენის "ბაიერის" წინააღმდეგ გამართავს. ხსენებული მატჩი 15 სექტემბერს, თბილისის დროით 17:30 საათზეა ჩანიშნული.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.