გერმანიის ეროვნული ნაკრების განაცხადი ცნობილია
6 და 9 სექტემბერს, გერმანიის ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგაზე საფრანგეთის და პერუს ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება. თამაშები თბილისის დროით, საღამოს 22:45 საათზე გაიმართება. გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოხიმ ლიოვმა, აღნიშნული მატჩებისათვის 22 ფეხბურთელი გამოიძახა . დღეს კი გერმანელებმა პირველი ვარჯიშიც გამართეს.
ბუნდესნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: მანუელ ნოიერი, ტერ შტეგენი
მცველები: იოშუა კიმიხი, მატს ჰუმელსი, ჟერომ ბოატენგი, ნიკლას ზულე, მატიას გინტერი, ჯონათან ტა, ანტონიო რუდინგერი, ტილო კერერი, ნიკო შულცი.
ნახევარმცველები: ლეონ გორეცკა, ტომას მიულერი, ტონი კროოსი, ილქაი გიუნდოგანი, კაი ჰავერტსი, იულიან ბრანტი. ლეროი სანე, მარკო როისი.
თავდამსხმელები: ტიმო ვერნერი, ნილს პეტერსენი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიუნხენის "ბაიერნიდან" შვიდი ფეხბურთელია გამოძახებული გერმანიის ეროვნულ ნაკრებში.