» » ნოიერი: " საუკეთესო, რაც ახლა შეიძლება ჩვენთვის მოხდეს "

ნოიერი: " საუკეთესო, რაც ახლა შეიძლება ჩვენთვის მოხდეს "

4-09-2018, 23:11 Gallardo სიახლეები 1

ნოიერი:
გერმანიის ნაკრები შეეცდება გამოიყენოს პირველი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი იმედგაცრუების შემდეგ და ახლიდან დაიწყოს გულშემატკივართა გახარება. ხუთშაბათს, ახალი სანაკრებო ტურნირის, ერთა ლიგის ეგიდით, ბუნდესთიმი ბოლომდე შევსებულ "ალიანც არენაზე" დაუპირისპირდება მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს. "საუკეთესო, რაც ახლა შეიძლება ჩვენთვის მოხდეს", - აცხადებს მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე, გუნდის კაპიტანი მანუელ ნოიერი. "ჩვენ გვსურს ვისიამოვნოთ და ვაჩვენოთ კარგი თამაში", - დაგვპირდა გოლკიპერი.

ტომას მიულერმა გაიმეორა მისი თანაგუნდელის აზრი და აღნიშნა ახალი ტენდენციები პირველი სავარჯიშოების შემდეგ. "კარის დაცვას ისევ დიდი როლი ეკისრება", - გაგვიზიარა საკუთარი შთაბეჭდილებები სასტუმროში მყოფმა თავდამსხმელმა. მიზიანი არის ის, რომ ვაჩვენოთ "ძლიერი", ენერგიული ფეხბურთი. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა, გასამართ მატჩებზე 22 ფეხბურთელი გამოიძახა.

მოახლოებულ სუპერდაპირისპირებაში ნოიერი, მიულერი და კომპანია მეტოქეობას გაუწევენ თავიანთ თანაგუნდელს კლუბში, კორენტინ ტოლისოს. "ჩვენთვის ეს პირველი მატჩი იქნება მკერდზე მეორე ვარსკვლავით, ეს იქნება გამორჩეული თამაში, მათ შორის ჩემთვისაც, რადგან ვითამაშებ ჩემი მეგობრების წინააღმდეგ, ჩემსავე სტადიონზე "ალინც არენაზე" და მინდა სიამოვნება განვიცადო", - განაცხადა kicker-თან მიცემულ ინტერვიუში ტოლისომ.


ტოლისო "შინ გასამართი მატჩის" მოლოდინშია


"რეკორდმაისტერის" ნახეცარმცველი ელის, რომ მის გუნდს დაუპირისპირდება ძალიან შემჭიდროვებული ბუნდესნაკრები. "რა თქმა უნდა, გერმანიის ნაკრებმა ძალიან ცუდად ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ ეს მაღალი დონის გუნდია რომელთაც სწყურიათ რეაბილიტაცია. რა შეიძლება იყოს უკეთესი ვიდრე, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან თამაშის გამართვაა? თუმცა ჩვენც გვინდა გამოვიყურებოდეთ, როგორც ნამდვილი ჩემპიონები და მოვიპოვოთ გამარჯვება", - ხაზგასმით ამბობს ტოლისო

საფრანგეთის ნაკრები ძირითადი მეკარისა და კაპიტნის, უგო ლორისის, ასევე სათადარიგო კარის დარაჯის, სტივ მანდანდას გარეშე ითამაშებს. ამგვარად კარში მათ ადგილს " პსჟ-ს" მეკარე ალფონსო არეოლა დაიკავებს . ამის შესახებ ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა განაცხადა.

გერმანიის მესამე მეტოქე ჯგუფში, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები გახდა. ის გუნდი რომელიც ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, 2019 წლის ივნისში, მინი-ტურნირში შეებრძოლება სხვა ოთხ ნაკრებს, ერთა ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად. ბოლო ადგილოსანი კი დაქვეითდება ტურნირის მეორე დივიზიონში.
2
1

dachi8 (5 სექტემბერი 2018 00:23)

ეს ახალი ტურნირი რა უბედურებაა, აღარ შეუძლიათ ამდენი ფეხბურთელებს დაასვენონ რა
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.