» » Kicker: მიულერი ილქაი გიუნდოგანის შესახებ საუბრობს

Kicker: მიულერი ილქაი გიუნდოგანის შესახებ საუბრობს

4-09-2018, 22:51 -ss- სიახლეები 2

Kicker: მიულერი ილქაი გიუნდოგანის შესახებ საუბრობს
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი თომას მიულერი, გამოცემა Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში, ილქაი გიუნდოგანის შესახებ საუბრობს. მიულერის განცხადებით, თანაგუნდელები მზად არიან საჭირო მხარდაჭერა აღმოუჩინონ ხსენებულ მოთამაშეს, რათა იგი არ დაბრკოლდეს და საასპარეზოდ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ჰქონდეს.


"ახლა მთელი ჩვენი ყურადღება მიპყრობილია გუნდურ მუშაობაზე. ჩვენ როგორც ერთი გუნდი, გვსურს მხარდაჭერა გამოვხატოთ ილქაი გიუნდოგანის მისამართით, რათა მან თავისუფლად იგრძნოს თავი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში. მოახდინოს საკუთარი წარმოუდგენელი ნიჭის და შემოქმედებითი პოტენციალის დემონსტრირება მოედანზე."-ციტირებს თომას მიულერის სიტყვებს გამოცემა Kicker-ი.

შეგახსენებთ, მესუთ ოზილის მსგავსად ილქაი გიუნდოგანსაც აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მან თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეპ-ტაიპ ერდოღანთან ფოტოები გადაიღო, თუმცა ოზილისაგან განსხვავებით გიუნდოგანი დღემდე ასპარეზობს ბუნდესნაკრების შემადგენლობაში.
2
0

-ss- (5 სექტემბერი 2018 10:37)

dachi8,
გერმანული დიპლომატია მოქმედებაში ab
0

dachi8 (5 სექტემბერი 2018 00:21)

გიუნდოგანის ნიჭის? kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.