» » sportbild : ლიოვი წესებს ამკაცრებს

sportbild : ლიოვი წესებს ამკაცრებს

5-09-2018, 11:30 -ss- სიახლეები 3

sportbild : ლიოვი წესებს ამკაცრებს
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა, გუნდში არსებული დისციპლინა, კიდევ უფრო გაამკაცრა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა sportbild-ი ავრცელებს. ხსენებული წყაროს მტკიცებით, 58 წლის სპეციალისტმა ახალი რეგულაციები შემოიღო, რომლის თანახმადაც ნაკრებში ეგრედ წოდებული "კომენდანტის საათის" მსგავსი ნორმა დაწესდა.

ფეხბურთელებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება ზუსტად ღამის 12 საათამდე ექნებათ. ამის შემდეგ კი ისენი ვალდებულები იქნებიან სასტუმროში თავიანთ ნომრებს დაუბრუნდნენ. შუაღამის შემდეგ აკრძალულია სასტუმროს ბარში ჯდომაც კი. როგორც გამოცემა წერს, იოაჰიმ ლიოვმა რადიკალურ ზომებს მას შემდეგ მიმართა, რაც ბუნდესნაკრებმა გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე სრული ფიასკო განიცადა.

ზემოხსენებულ ინფორმაციას წინ უსწრებდა კიდევ ერთი საინტერესო ცნობა, რომელიც ამჯერად ანტონიო რუდიგერს უკავშირდება. როგორც გამოცემა bild-ი იტყობინება, რუდიგერმა გუნდის მიერ გამართულ შეკრებაზე ე.წ "არაბული ჩილიმიც" კი წაიღო. შოკისმომგვრელია ის ფაქტიც, რომ მას ეს "ატრიბუტი" რუსეთში განვლილ მსოფლიო ჩემპიონატზეც თან ჰქონდა. bild-ის ინფორმაციით, ლიოვი ლოიალურად უდგება ფეხბურთელებს და მწეველებს დღეში ერთი ან ორი ღერი სიგარეტის მოწევის საშუალებასაც აძლევს.


წყარო 2

წყარო 3
2
0

-ss- (5 სექტემბერი 2018 17:27)

dachi8,
:))) მოქმედებს აკრძალვა
1

dachi8 (5 სექტემბერი 2018 16:58)

-ss-,
რა გიკვირს, რუდიგერი საერთოდ არაა გამოსაძახებელი ნაკრებში. ან ეგ რა გერმანელია

-ss-,
ეს ნახე? კროოსი რომ დაემშვიდობა გულშემატკივრებს ტვიტერზე, 23:59 საათზე kicha ანუ აკრძალული საათები რომ იწყებოდა უკვე

0

-ss- (5 სექტემბერი 2018 11:38)

ნაღდად არ მეგონა ძმაო ესე თუ იყო საქმე, გერმანელები პირიქით მუდამ დისციპლინით იყვნენ ცნობილები და ეს რა არის facepalm სამი წყარო მაქვს მითითებული და კიდევ არ მჯერა surprise რუდიგერი :)
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.